ბრიტანეთის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გამოუგზავნა - რაზე საუბრობს რაში სუნაკი

პოლიტიკა 1669291753    485

ღარიბაშვილი

„ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა”, - ასე იწყება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის, მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გამოგზავნილი წერილი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

შეტყობინება რიში სუნაკის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის მისალოცი წერილის საპასუხოა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 26 ოქტომბერს გააგზავნა.

როგორც წერილში ვკითხულობთ, გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის აგრესიის პირობებში.

ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს. როგორც წერილშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში.„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას მოგახსენებთ 26 ოქტომბრით დათარიღებული მოლოცვის წერილისთვის. უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მადლობას გიხდით მისი უდიდებულესობა ელისაბედ II დედოფლის გარდაცვალების გამო თბილისში ბრიტანეთის საელჩოში მიბრძანებისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის.ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა. მინდა გარწმუნოთ, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაითხოვოს და საქართველოს ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს.მიხარია, რომ 2023 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდეგ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2021 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში.მივესალმები ასევე უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას. ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას. ურყევია გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი.მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ერების კეთილდღეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისა და გამყარების გზით“, - აღნიშნულია წერილში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთაველის გამზირი
ყურადღება - როდიდან და რამდენი ხნით აიკრძალება რუსთაველის გამზირზე მოძრაობა

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა კ...

საზოგადოება 1670230064

პაპუაშვილი
„ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს ჩვენი პარტნიორებისგან“ - შალვა პაპუაშვილი ევროტურით კმაყოფილია

„ვაგრძელებთ ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის შემდეგ, ჩვენ გვექნება  შეხვედრები ნიდერლანდებში და  ლუქსემბურგში. ვიზიტების მთავარი მიზანია  პარტნიორებთან ევროკავშირშ...

პოლიტიკა 1670229810

თაკო ჩარკვიანი
„ამას რას მოვესწარით“ - რაზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს: „ამას რას მოვესწარით! ლაჩრები მძარცველები , გმირებს "ნაიომნიკებს "ეძახიან“

სოცმედია 1670229546

მეუფე სტეფანე
„ძროხები“ - მეუფე სტეფანე ჟურნალისტებზე

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა მედიის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გაილაშქრა. როგორც „თაიმერი“ იუწყება. მარტვილის მონასტერში, საკვირაო წირვა-ლოცვის მიწურულს, ქადაგებაში კალაიჯი...

საზოგადოება 1670229124

ლაშა ბექაური
„გადამიყვარდა“ - ვინ უყვარდა ლაშა ბექაურს

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა "ჟურნალ OK"-სთან ინტერვიუში გაამხილა ჰყავს, თუ არა მას შეყვარებული: "არა, და არც ვყოფილვარ, თუ არ ჩავთვლით, 1 კლასში რომ მიყვარდა ორი კვირით გოგო. შემდეგ მასწავლებე...

სპორტი 1670228994

ბატურინი
„ჩვენი დავალება იყო...“ - რას ჰყვება ბახმუტის დამცველი სპეცდანაყოფის ქართველი მეთაური

პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ, ბახმუტში შეტაკებების დროს დაჭრილ და გადარჩენილ ქართველ მეომართან. მიშა ბატურინი რუსი ოკუპანტების სამიზნე ერთ-ერთი პირველი გახდა. ის იმ სპეცდანაყოფს მეთაურობდა, რომელიც ქა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670228607