ბრიტანეთში გამართულმა მოსმენამ ცხადყო, რომ ივანიშვილის დასანქცირება ისევ აქტუალურია - ოპოზიცია

პოლიტიკა 1767945911

ივანიშვილი

დიდ ბრიტანეთში გამართულმა მოსმენამ ცხადყო, რომ ივანიშვილის და მისი ხელისუფლების სანქცირება დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის, - ასეთია ოპოზიციის შეფასება.

 

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას თქმით, ის, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციები ივანიშვილისთვის მტკივნეული იქნება, ამას ბრიტანეთზე "ოცნების" წევრების თავდასხმებიც მოწმობს.

 

ის, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი დიდ ბრიტანეთში, ამას თემთა პალატაში გამართული დებატებიც მოწმობს, ისევე როგორც პასუხებიც და ის, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციები საკმაოდ მტკივნეული იქნება ივანიშვილისთვის და მისი რეჟიმისთვის, ამას, მათ შორის, ივანიშვილის რეჟიმის მსახურების თავდასხმებიც მოწმობს დიდ ბრიტანეთზე. ამიტომ, ეს სანქციები რომ იქნება მტკივნეული და ეფექტური, მე ვფიქრობ, ამაში ეჭვი არავის ეპარება. აქ კითხვის ნიშნები დგას დროსთან  და მათ შორის, ამ სანქციების განმარტებასთან დაკავშირებით, - ამბობს თეონა აქუბარდია. 
ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა - საქართველო გამოიყენება როგორც ტრანზიტული მარშრუტი რუსული ნავთობისთვის და დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის, ხოლო ყულევის ნავთობტერმინალი და მასთან დაკავშირებული პირები პირდაპირ უკავშირდებიან რუსულ ოლიგარქიულ და სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ინტერესებს.

ყულევის ნავთობტერმინალი არის, სხვათაშორის, ძალიან მჭიდრო კავშირში გრუ-ს ოფიცრის შვილთან, გვახსოვს კარგად და რუსნეფტის შემოსული ნავთობი, რომელიც ეკუთვნის გუცირევს, სხვათაშორის, ეს არის ადამიანი, რომელმაც ივანიშვილისგან 2012 წლის ივლისში იყიდა უზარმაზარი კომპლექსი მოსკოვის ცენტრში და ივანიშვილი ვალშია ამ ადამიანთან, ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ძალიან აქტიურად ახორციელებს "ქართული ოცნების" ძალადობის და ქაოსის რეჟიმის მიერ სანქციების თავიდან აცილებას.

ასევე, მე მინდა, ყურადღება გავამახვილო "აი ფაქტის" გამოძიებაზე, თუ როგორ ხვდება სხვადასხვა ბაზრებზე საქართველოს გავლით რუსული ნავთობი. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ჩვენ ვიზრუნეთ, რომ ეს ინფომაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონოდათ აქტიურად, - ამბობს დეკანონიძე. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ საგანგებო მოსმენაზე ყურადღების ცენტრში მოექცა ყულევის ნავთობტერმინალი, რომლის საქმიანობაც, დეპუტატებისა და ექსპერტების შეფასებით, დაკავშირებულია რუსული ნავთობის საქართველოს გავლით გადაადგილებასთან და სანქციების გვერდის ავლის სქემებთან. განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა ობიექტის შესაძლო კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებთან და რუს ოლიგარქიულ ინტერესებთან, რაც, ბრიტანელი კანონმდებლების თქმით, სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე, ისე დასავლური სანქციების ეფექტიანობაზე.      

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დაკავება სიღნაღი
ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ნათესავს სანადირო თოფიდან ესროლა - სიღნაღში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა...

კრიმინალი 1788772356

გირჩი
"გირჩი" სახელს იცვლის და "თავისუფალი ხალხის პარტიას" ირქმევს

„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტიას“ ირქმევს. პარტიამ განცხადება დღეს, 7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. „გირჩი“ იმიტომ დავირქვი...

პოლიტიკა 1788767700

პატრული
დაპირისპირება მესტიაში: არასრულწლოვნების ჩხუბი უფროსების ჩართვით, დაჭრითა და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა

მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალ...

კრიმინალი 1788763800

ზოდიაქო
7 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

7 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმა...

ეს საინტერესოა 1788724860

დონალდ ტრამპი თმა
აშშ-ის პრეზიდენტმა იმიჯი შეიცვალა - ტრამპი ყავისფერი თმით გამოჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი ოქროსფერი ქერა თმით, პარასკევს, 4 სექტემბერს, მორისტაუნის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში Air Force One-ის დაფრენისას თითქმის ყავისფერი, მუქი თმით გამოჩნდა. ის ბედმინ...

ეს საინტერესოა 1788719097

კულუმბეგოვი  სიმსივნის მკურნალობა
"კიბოს მკურნალობის გასაღები" - ბიძინა კულუმბეგოვი ნობელიანტი მეცნიერების აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ იმ გენიალურ აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა. ექიმის განმარტებით, ავთ...

ჯანმრთელობა 1788715982