"ჩატარდა მაგნიტო-რეზონანსული კვლევა არის გადაცდომები, დარღვევები“ - ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

პოლიტიკა 1653124094    1176

სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა კვლევა, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა. კვლევებმა აჩვენა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებებია, - იუწყება „მთავარი“.

ამასთან, ირკვევა, რომ კლინიკა "ვივამედში" არ აღმოჩნდა ისეთი ტიპის აპარატი, როგორსაც მედიკოსები ითხოვდნენ. ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმები ამბობენ, რომ უფრო მაღალი გარჩევადობის აპარატია საჭირო იმ დიაგნოზის დასაზუსტებლად, რაზეც აქამდეც საუბრობდნენ.

"ჩატარდა მაგნიტო-რეზონანსული კვლევა. მათივე კონსულტანტი ნევროპათოლოგის მიერ დადგინდა, რომ არის გადაცდომები, დარღვევები, თუმცა რა შინაარსისაა, რაზე მიუთითებს და რა დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა ეს ინფორმაცია, ჩვენ არ ვიცით. არცერთ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს არ აქვს უფლება, მშობლებს დაუმალოს ინფორმაცია", - ამბობს პროფესორი ლალი ჯავაშვილი. 
ამასთან, უკვე დაიწყო ჩანაცვლებითი კვებითი თერაპია, რისი მოთხოვნაც არსებობდა. ასევე, დადასტურებულია საკვების მიუღებლობით გამოწვეული ცილოვანი შიმშილის დიაგნოზი.

"არაერთგზის აქვს გაცხადებული ოჯახს, რომ აუცილებელია გაყვანა საზღვარგარეთ მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. პენიტენციური სამსახური არჩევანს არ აძლევს პაციენტს, ჩაიტაროს ალტერნატიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თვეების განმავლობაში ირღვევა ექსპერტიზის უფლება, სამართლებრივად მხოლოდ ექსპერტიზა და სასამართლო წყვეტს გადავადებული იქნება თუ არა სასჯელი ეს არის ადამიანის უფლების უპრეცენდენტო დარღვევა", - ამბობს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი. ცნობისთვის, უკვე მე-10 დღეა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს, თუმცა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. ალტერნატიული კომისიის ექიმები მიხეილ სააკაშვილთან შესვლასა და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბავშვები
პუტინისტებს ხელი 346 უკრაინელი ბავშვის სისხლში აქვთ გასვრილი

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657087245

რიკი მარტინი
რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება სასამართლოს ძალით აეკრძალა

პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკ მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კაცმა, რომელ...

მსოფლიო 1657087097

მკვლელობა
საზარაელი დანაშაული - 33 წლის მამაკაცი, რომელმც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

61 წლის კაცმა საკუთარ შვილი დედის თვალწინ მოკლა. მოტივი კი შვილის საქციელი იყო, რომელმაც პატარა გოგო გააუპატიურა. საქმის მასალების და დეტალების შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს. 33 წლის ალექსანდრე მ...

კრიმინალი 1657086967

ასტამური
„უკანასკნელ გზაზე გააცილეს ჩემი მეგობრის შვილი, 2 წლის იყო, როცა დედასთან ერთად გაექცა სოხუმიდან ომს, დაეცა გმირულად ხარკოვთან რუსებთან ბრძოლის დროს“

ჟურნალისტი ვიკა ქავჟარაძე სოცქსელში წერს: „კიევში უკანასკნელ გზაზე გააცილეს, ჩემი მეგობრის შვილი.... ასტამურ გუმბა იყო დაბადებული სოხუმში...2 წლის იყო, როცა დედასთან ერთად გაექცა სოხუმიდან ომს.ასტამურ...

სოცმედია 1657086862

ეპიდსიტუაცია
„პიკი შემოდგმაზე იქნება“ - თენგიზ ცერცვაძე კორონას ახალ ტალღაზე

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში, - ა...

Covid 19 1657086619