ჩემდამი არაადამიანური დამოკიდებულების გამო ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1643368691    136

სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის სამინისტროდან ნერვოლოგ თამარ აბაშიძის მეუღლის გათავისუფლებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

სააკაშვილის შეფასებით, მომხდარი აბაშიძის მიერ დაწერილ ობიექტურ დასკვნას უკავშირდება:

"მას შემდეგ, რაც გორში "მკურნალობის" შემდეგ ჩემი ნევროლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რუსთავში, ადმინისტრაციამ გამოიძახა კლინიკა "ვივა მედის" ნევროლოგი თამარ აბაშიძე. მას ჩემი გამზრდელი დიდი ბებიის სახელი ერქვა და დამამახსოვრდა. არა მხოლოდ ამიტომ, არამედ თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანობით მომხიბლა.

მან დასვა ზუსტად იგივე დიაგნოზი, რაც "ემპათიას" და სახალხო დამცველს ჰქონდათ დასმული და მოითხოვა ჩემი შემდგომი გამოკვლევა.

ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემდამი ადამიანური დამოკიდებულების გამო, ასევე მოხსნეს ლონდა თოლორაია, მინისტრი ტიკარაძე, არასაკმარისად ადამიანური დამოკიდებულების გამო, გორის ჰოსპიტლის დირექტორი და ახლა ეს კაცი. ძალიან წვრილმან ბოროტ კაცუნებთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება თამარ აბაშიძისა და სხვების დასმულ ნევროლოგიურ დიაგნოზს. სწორედ ამ მკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას ვერ შევძლებ; ან მეხსიერებას დავკარგავ და მათ შორის, ასეთი ბოროტებები აღარ მემახსოვრება. ჩემს მიმართ ჩადენილი შეიძლება დავივიწყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაც უქნეს, ამას არ და ვერ დავივიწყებ" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სპეცრაზმი
აშშ-მ კიევში, საელჩოს დასაცავად, შესაძლოა, სპეცრაზმი გააგზავნოს - The Wall Street Journal

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ კიევში, საელჩოს დასაცავად, სპეცრაზმის გაგზავნის საკითხს განიხილავს. გამოცემას ამის შესახებ ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა. "ბაიდენთან ჯერჯერ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653251699

დაღესტნელი გოგონა
"არა ომს! თავისუფლება უკრაინას! პუტინი ეშმაკია!" - დაღესტნელი მოსწავლის შეძახილი ბოლო ზარის ზეიმზე

დაღესტანში, დასახლება იზბერბაშში, ერთ-ერთ სკოლაში ბოლო ზარის ზეიმზე გოგონამ, რომლის ვინაობაც არ სახელდება გამოსვლა შემდეგი შეძახილით დაასრულა: "არა ომს! თავისუფლება უკრაინას! პუტინი ეშმაკია!" ბუნებრივ...

სოცმედია 1653250483

სირია
რუსეთში ე.წ. "კასრის ბომბების" სირიელი სპეციალისტები იმყოფებიან - Guardian

Guardian-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთში სირიიდან ჩასული 50 სპეციალისტი იმყოფება, რომლებიც ოკუპანტებს ე.წ. "კასრის ბომბების" დამზადებასა და გამოყენებას ასწავლიან.  "კასრის ბომბი" არის გა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653249501

კრემლი
რუსეთი მესამე დონის ქვეყანა გახდა - The Telegraph

The Telegraph წერს, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მესამე დონის ქვეყანა გახდა, პუტინი კი ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწაზე. „პუტინმა საბოლოოდ გააერთიანა მთელი ცივილიზებული სამყარო მი...

მსოფლიო 1653248011

საზოგადოება
გორსალების ახალი მიგნება რა არის იცით? ცუილის სუნიანი აიქოსი... არადა რომ ჰკითხო, კარგ კონცერტებზე დადიან… - სტეფანე მღებრიშვილი

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელის ფილარმონიაში კონცერტის მსვლელობისას "აიქოსის" გამონაბოლქვით შეწუხდა, ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს: "ფანტასტიკურ კონცერტზე ვარ ფილარმონიაში , გიგაშა, ნინი, ჯ...

სოცმედია 1653247242

ჯაფარიძე
არ მგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რამე შეიცვლება... ოპოზიცია არაფერს აკეთებს... პარლამენტში სხედან და დადიან ბუენოს-აირესში - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავსუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს. მისი განმარტებით, არ ჰგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რ...

პოლიტიკა 1653244602