„ჩემი აზრით, მათ უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, ამითი მოახდინონ BBC-ის დისკრედიტირება“ - კონსტანტინე ჩახუნაშვილი
პოლიტიკა • 1764736840
"გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები. შეკითხვები ისეთი ხასიათის იყო, ძირითადად მეკითხებოდნენ ჩემი სამეცნიერო ნაშრომები რაზე არის და დანარჩენი ინფორმაცია ჩვენს სამეცნიერო ნაშრომზე, საჯარო ინფორმაციაა, ღია წვდომაა, ფულის გადახდა არ არის საჭირო, რომ ვიღაც შევიდეს და ნახოს.რაც დღეს ხშირად ტრიალებს მედიაში, ძირითადად არის ის, რომ უნდათ თქვან, რომ ჩვენი კვლევა უდევს საფუძვლად იმ გადაწყვეტილებას, თუ როგორც არის, ასე ვთქვათ, იმ დასკვნას, რომ გამოიყენეს კონკრეტული ნივთიერება. რაც ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა და კონკრეტული წუთი და წამი დავუსახელე, სადაც BBC კონკრეტულად ამას ამბობს, ვიდეოში არის 36:12 წუთი, სადაც ამბობს, რომ ამ კვლევის საფუძველზე ვერ დადგინდა კონკრეტული აგენტ რაც იყო იმიტომ რომ არ იყო ჩვენი მიზანი ეს რომ შეგვესწავლა. და ამის შემდგომ მე რამოდენიმეჯერ მივაწოდე ინფორმაცია, რომ თუ აინტერესებთ, საიდან მივიდა BBC ამ კონკრეტულ დასკვნამდე, 36:13-ე წუთიდან რომ დაიწყონ ყურება, უკვე მაგაზეა მთელი ბოლო 20-წუთიანი მონაკვეთი და, შესაბამისად, შეუძლიათ, გაეცნონ. დანარჩენი, მე შევუთანხმდი, რომ ბმული ისედაც საჯაროა, მაგრამ მივაწოდებდი და დეიდინტიფიცირებული მონაცემები, ანუ ციფრები რაც არის, შემიძლია მივაწოდო.ჩემი აზრით, მათ უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, როდესაც ეს თქვა. ამითი მოახდინონ BBC-ის დისკრედიტირება და, შესაბამისად, ისე გამოიყვანონ, თითქოს BBC ჩვენს კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება. სავარაუდოდ, ეს არის დაშინების ეფექტის მქონე და ჩემი აზრით ასევე ეცდებიან, ვიღაცა დასაჯონ კიდეც სიმბოლურად, განტევების ვაცად. შიდა სისტემაში შეიძლება ვიღაცა გაწირონ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს ეს". - თქვა ექიმმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.ცნობისთვის, კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში დღეს დაიბარეს, გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს მისი ძმა, პედიატრი დავით ჩახუნაშვილიც.გუშინ, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს
ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის არაღიარებასა და მისთვის ლეგიტიმაციის არმიცემას გულისხმობს. მისი თ...
პოლიტიკა • 1776690342
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...
საზოგადოება • 1776689877
Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...
მსოფლიო • 1776688704
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...
პოლიტიკა • 1776686930
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...
საზოგადოება • 1776686637
ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...
მსოფლიო • 1776686624












