"ჩემი პროგნოზი ახდა. მაქსიმუმ დღეს-ხვალ ლიმანი დაეცემა და გაიხსნება გზა ლუგანსკის ოლქის სწრაფი გათავისუფლებისთვის" - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1664557657

ბლუმბერგი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი პროგნოზი ახდა. მაქსიმუმ დღეს-ხვალ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი ლიმანი დაეცემა და გაიხსნება გზა ლუგანსკის ოლქის სწრაფი გათავისუფლებისთვის. ქალაქი იანპოლი აიღეს და ლიმანი მთლიანად ალყაშია. ლიმანისა და მიმდებარე ტერიტორიების გათავისუფლება უფრო დიდი გამარჯვება იქნება, ვიდრე ხარკოვის მთელი ოლქის გამოხსნა.

ყველას გვაქვს ძალიან დიდი სიხარულის საფუძველი. უკრაინა იმაზე სწრაფად იმარჯვებს ვიდრე მეც კი მოველოდი.

ამასობაში, ამერიკამ ბრძოლის ველზე ჰაიმარსების რაოდენობა გააორმაგა. ჰაიმერსებს, ვინაიდან ისინი ბორბლებზე მოძრაობენ, საერთოდ არ ეშინიათ ზამთრის მაშინ, როცა რუსული მუხლუხოვანი ტექნიკა ჩაეფლობა.

გერმანიამ უკრაინას მსოფლიოში საუკეთესო ანტისატანკო ჭურვები მიაწოდა. რუსებმა მათ განსაიარაღებლად შექმნეს რობოტი და დიდი ზარ-ზეიმით გაუშვეს ეს რობოტი ბრძოლის ველზე. სამი რობოტი პირველივე სამ ჭურვზე აფეთქდა და ახლა მოსკოვმა რობოტების პროგრამა შეაჩერა. ესეც შენი რუსული ტექნოლოგია.

ჩემი პროგნოზით, წლის ბოლომდე დონეცკიც და ლუგანსკიც თავისუფალი იქნება და იქ აღიმართება ჩვენი უკრაინული დროშა.

დიდება უკრაინას!"

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242

იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900