"ჩემი საკნის კარი ირაკლისთვის სულ ღიაა" - ნიკოლოზ ჯავახიშვილს კობახიძესთან შეხვედრა სურს

პოლიტიკა 1756921747

ნიკოლოზ ჯავახიშვილი

"მშვიდობიანი დროშების რევოლუცია და რუსული რეჟიმის დამხობა გარდაუვალია" - ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განაცხადა.

 

ნიკოლოზ ჯავახიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვისაც მასთან შეხვედრა სურდა შეხვდებოდა, ახლა კი სინდისის პატიმარი "ქართული ოცნების" პრემიერთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს - "ჩემი საკნის კარი ირაკლისთვის სულ ღიაა".

 

ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, სანამ ქართელი ხალხი და ქვეყანა არ გაიმარჯვებს.

 

მშვიდობიანი დროშების რევოლუცია და რუსული რეჟიმის დამხობა გარდაუვალია, არ შეეგუოთ უსამართლობას! არანაირი ორი წელი აქ არ ვიჯდები, ვიცი, მეტი წინააღმდეგობა რეჟიმთან (არ ისმის) და ამაში თქვენი დახმარება მჭირდება, დღისითაც და ღამითაც მარშები, ჩვენი ხმა ყველგან უნდა ისმოდეს.

 

მე მგონი, ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ბიძინას პრემიერი ირაკლი კობახიძე აღარც ერიდება საჯაროდ სასამართლოზე ზეწოლას განცხადებების სახით. მან თქვა ასეთი რამ, ვისაც შეხვედრა უნდა, შევხდები კონკრეტულ საკითხებზეო და აქედან გამომდინარე, მე მსურს მასთან შეხვედრა კონკრეტულ საკითხებზე, სადაც უნდა და როგორც უნდა. ჩემი საკნის კარი ირაკლისთვის სულ ღიაა.

 

ვერ გამაჩუმებთ ვერც თქვენი ორ წლიანი სასჯელით და ვერც ციხით. თავისუფლები რეჟიმის ტყვეებს, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, დიდება საქართველოს!

3 სექტემბერი, 2025 წელი, სიყვარულით თქვენი თანამებრძოლი, რეჟიმის ტყვე ნიკოლოზ ჯავახიშვილი, და ბოლოს, ვინც ქალზე და მანდილოსანზე ხელს აწევს, ყველა არაკაცია, ფურთხის ღირსადაც არ ვარგია.

 

მადლობა ყურადღებისთვის!" - განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.ცნობისთვის, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, გუშნ, ნიკოლოზ ჯავახიშვილი დამნაშავედ ცნო და 2 წლით პატიმრობაში გაუშვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზახაროვა
„სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ჩატარდა“ - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...

მსოფლიო 1780916926

პოლიტიკა
„ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება“ - სააკაშვილი

„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...

პოლიტიკა 1780914416

პოლიტიკა
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... პაპუნა ლოცულაშვილი რომ სცემეს, მაგ საქმის მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს“ - ადგილობრივი გორში გარდაცვლილ პოლიციელზე

"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...

შემთხვევა 1780913118

4 ოქტომბერია
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...

სამართალი 1780912924

ზელენსკი ფაშინიანია
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ“ - ზელენსკი

"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...

მსოფლიო 1780912056

ორსული
 “თავზარდაცემულები ვართ“ - ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა და ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს  “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...

შემთხვევა 1780911827