„ჩემი საქმე პრეცედენტი გახდება“ - გიორგი ბაჩიაშვილი

პოლიტიკა 1762257507

 გიორგი ბაჩიაშვილი

მე ვარ საქართველოში პირველი შემთხვევა  რომელსაც ედავებიან კერძო პროექტის გადახარჯვას და ეს გადაეცა სასამართლოს - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

დაცვის მხარე დაობს მუხლის იმ ნაწილზე, სადაც პროკურატურა ამტკიცებს, რომ „ბაჩიაშვილის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებამ შედეგად მძიმე შედეგი გამოწვია".

 

„პირველი პრეცედენტი იქნება სსსკ 220-ე პრიმა მუხლზე ფინანსური ზარალი რომ განიხილება. ადამიანი არ დაზიანებულა, ხომ?“ - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
„მძიმე შედეგი მსჯელობის საგანს განეკუთვნება. კანონმდებელმა არ ჩაწერა „მძიმე შედეგი რა არის", ამას წინასასამართლო სხდომის მოსამართლე ვერ შეაფასებს“, - განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ბაჩიაშვილს მიმართა, რომ „ისეთი სტატუსის ადამიანთან ჰქონდა მას შეხება, ამ თანხებს ასე ვერ დაითვლიდნენ“.

„ეს იგივეა, დავუშვათ, ადამიანმა მოიპარა 100 ლარი და ამ ადამიანს სხეულის დაზიანებით ვასამართლებდეთ. 100 მილიონის გადახარჯვა - 220-ის პრიმა, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობა ან მძიმე შედეგი გამოიწვია, ვერ იქნება“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.რაც შეეხება არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების ნაწილს, მბრალდებელი აქ გარკეული რისკებს ასახელებს, როემლიც მათი მტკიცებით ბაჩიაშვილმა ვერ გათვალა. ასეთია მაგალითად, მეწყერი, საბურღი მანქანის გაჭედვა და კოვიდ პანდემია.  მოსამართლემ მსჯელობის შემდეგ, საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცა.    

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
განცხადება
„ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის - ქართველ ხალხს“ - 7 ოპოზიციური პარტიის განცხადება

ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახი...

პოლიტიკა 1762525225

გახარია ზურაბიშვილი
დაიწყებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივ დევნას სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას წინააღმდეგაც?

დაიწყებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივ დევნას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის და ყოფილი პრემიერის წინააღმდეგაც? - 8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლის სამართლის საქმეში სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას...

პოლიტიკა 1762522581

ოპოზიციის ლიდერები
ვინ მისცა რვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებები

"პირველებმა" იმ ოქროს მოწმეების ვინაობა გაარკვია, ვინც რვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებები მისცა. 36 ტომიან საქმეს ორი მოწმე ჰყავს - ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი. სწორედ "ნეიტრ...

პოლიტიკა 1762522090

დიტო სამხარაძე ივანიშვილი
„ჩვენს მაგარ ქვეყანას თავში ვერავინ წამოარტყამს“ - დიტო სამხარაძე

"რომ არ ყოფილიყო ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და მშვიდობიანი სახელმწიფო არ იარსებებდა! უამრავი გაუბედურებული ოჯახი, დახოცილი და დევნილობაში მყოფი მოქალ...

სოცმედია 1762519794

სააკაშვილი ივანიშვილი
„მიშას ბიძინა უნდა დაეჭირა 2012 წელს, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით“  

სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და, ქეთუნა ქერაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დევნას ეხმაურება და წერს, რომ ამ ლოგიკით, რასაც ახლა "ოცნება" ოპონენტების...

სოცმედია 1762446349

ანა შაქარიშვილ
 eCommerce Day Georgia 2025-ზე ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა

31 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის  ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1762439111