„ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე არც ამერიკაში მოგზაურობის სურვილი მაქვს“ - კახა კალაძე
პოლიტიკა • 1734081590
„აშშ-ს მხრიდან ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თემაზე კომენტირებისას განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს და ჩიხში შეიყვანოს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ურთიერთობებს გადატვირთავს.
„არ ვიცი უკვე მერამდენედ ხდება ამ ტიპის სანქციების გამოცხადება. ფაქტი ერთია, რომ არსებული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააუარესოს ურთიერთობები და ჩიხში შეიყვანოს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, გაჯანსაღდეს. ასეთი განცხადებები, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, დიდ ზიანს აყენებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. იგივე ხდება ევროპარლამენტარების მხრიდანაც. ხალხი რეალობას ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რა პროცესები მიდის. როდესაც თუნდაც ევროპიდან თეთრზე გვეუბნებიან რომ შავია, ეს მოცემულობად უნდა მიიღო, რაც აზიანებს და ძალიან დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს, ევროპას და იმ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ.
ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიმტკიცებია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი. ჩვენ ვიცით მეგობრობაც, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი არ იმსახურებს აშშ-ის მხრიდან მსგავს განცხადებებს და დამოკიდებულებას.
„რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული ადმინისტრაცია, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვე დარჩა, ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მათი განცხადებები გაჯერებულია სიცრუით, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობით. ჩვენ ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას პირადად არის თუ არა აშშ-ის მხრიდან სანქცირებულთა სიაში, კახა კალაძის თქმით: „ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით. მე პირადად ამ ეტაპზე არანაირი სურვილი არ მაქვს ამერიკაში მოგზაურობის და სადმე წასვლის.“
დღეს, 12 აგვისტოს, გერმანიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მერაბ ცუხიშვილი 18 წლის გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენი, ცენტრალური მცველი, კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადის — ის პირველი პრ...
სპორტი • 1786479000
12 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი აქტიური აზროვნების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების ენერგიას ატარებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ინფორმაციის სწორად...
ეს საინტერესოა • 1786478460
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ლიზი მოისწრაფიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელე...
საზოგადოება • 1786476812
„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეორე მოქალაქე ვალშია: საფინანსო სექტორის სესხით ქვეყნის 1.99 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც მოსახლეობის თითქმის ნახე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786456397
საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნუ...
საზოგადოება • 1786454728
როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს? თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786451759








