„ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის - ქართველ ხალხს“ - 7 ოპოზიციური პარტიის განცხადება
პოლიტიკა • 1762525225
ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახის წევრებმა ბოროტებასთან შეუგუებლობის და სიმტკიცის მაგალითი გვიჩვენეს.“ქართული ოცნება” საკუთარ თავს ტრადიციული ქართული ღირებულებებისა და ოჯახური ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს მაშინ, როდესაც ყალბი ჩვენებებისა და შეთითხნილი საქმეების გამოყენებით, მშობლები და შვილები, ცოლები და ქმრები, დები და ძმები ერთმანეთს წლობით დააცილა და ოჯახები მრავალწლიანი განშორებისათვის გაწირა.ივანიშვილის რეჟიმმა გააღრმავა ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემა: მისივე აღიარებით, კორუფცია და თანამდებობის გამოყენებით, მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრება რეჟიმის წარმომადგენელთა ცხოვრების წესია, მისი მიზანმიმართული მცდელობის შედეგად, საქართველო უფრო და უფრო შორდება თავისუფალ სამყაროს, და მარტო რჩება მტრის, რუსეთის წინაშე, რაც ჩვენს სახლემწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას უქმნის სასიცოცხლო საფრთხეს.რეჟიმი ცდილობს ქვეყნის განათლებას, ჯანდაცვას და სოციალური დახმარების სისტემაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ნაცვლად, მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს და ამისთვის ადმინისტრციულ კონტროლს და რეპრესიებს აღრმავებს.მას სურს საქართველოს მოქალაქეებს საბოლოოდ წაართვას სახელმწიფო, რათა დაუსჯელად განაგრძოს ჩვენი სამხედროების, მასწავლებლების, პენსიონრების, ბავშვების თუ სტუდენტების ძარცვა.მაგრამ ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, მან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მაინც ვერ გატეხა.რეჟიმს მმართველობაში დარჩენის სახალხო, საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს და ამიტომ დგას მთლიანად სიცრუესა და რეპრესიებზე.ჩვენს შორის მრავალი განსხვავება არსებობს, მაგრამ ყველას გვაერთიანებს საერთო ამოცანა: მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად შევცვალოთ ხალხის მძარცველი კორუმპირებული კრიმინალების რეჟიმი, გავათავისუფლოთ უსამართლოდ დატყვევებული მწერლები, ექიმები, სტუდენტები, მსახიობები და პოლიტიკოსები; გადავარჩინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა და დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ წიაღში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.ქართველმა ხალხმა ამ ერთი წლის განმავლობაში, გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს სამართლიან, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და არ დაუშვებს კონსტიტუციის ხელყოფას. მათ ნებას ივანიშვილის რეპრესიები წინ ვერ აღუდგება.ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის - ქართველ ხალხს.ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!ახალიგირჩი-მეტი თავისუფლებადროაეროვნულ-დემოკრატიული პარტიაევროპული საქართველოთავისუფლების მოედანიფედერალისტები
19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...
საზოგადოება • 1779211757
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...
მსოფლიო • 1779211622
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...
პოლიტიკა • 1779211556
„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...
პოლიტიკა • 1779211414
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...
პოლიტიკა • 1779211364
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...
პოლიტიკა • 1779211308












