„ჩვენ ღია ვართ, არაფერი გვაქვს დასამალი“ - ბოჭორიშვილი მოსკოვის მექანიზმზე
პოლიტიკა • 1770228169
საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა, ჩვენთვის ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვანია იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს უსაფრთხოების გამოწვევები და ორგანიზაცია, რომელიც პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხებზე უნდა მუშაობდეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის წევრობა. რაც წევრები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ყოველთვის იყო აღნიშვნის ღირსი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულიად არასამართლიანად მიიჩნევს იმ კრიტიკას, რომელიც რიგი წევრი სახელმწიფოებისგან მოდის და ძირითადად, ეს იგივე სახელმწიფოებია, რომლებიც ევროკავშირის წვერი სახელმწიფოებია, მათგან მოდის ძირითადად ეს კრიტიკა და დამოკიდებულება, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქტორები ცდილობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენებას გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, ჩვენ ვიხილეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უტილიზაცია ამ მიზნებისთვის, ევროპარლამენტზე აღარ ვისაუბრებ, ჩვენ ვხედავთ მათ დამოკიდებულებას, საერთოდ გასული არიან რეალობის აღქმიდან და რეალური მოქმედების სივრციდან.
და დღეს ვხედავთ, რომ მცდელობები არის ეუთოს გამოყენებისა. ამაზე მქონდა საუბარი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მაშინ გავაჟღერე კიდეც, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყანას აქვს ამის მცდელობა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ღია ვართ, არაფერი გვაქვს დასამალი, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ იცავს ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და, რა თქმა უნდა, თუ ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში ვინმეს აინტერესებს, თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლიათ, ჩამოვიდნენ, ნახონ, შეაფასონ ეს პროცესი.
ახლა, რამდენად ობიექტურები იქნება ის ექსპერტები, რომლებსაც შეარჩევენ და რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ამ ყველაფერს, ეს კიდევ მეორე საკითხია, მაგრამ ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, არაფერია ის, რაც საქართველოს შეიძლება ეუხერხულებოდეს, რა თემაზეც შეიძლება გვეუხერხულებოდეს საუბარი ნებისმიერ ექსპერტთან და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, თუ ვინმეს აინტერესებს, გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
ამბობს ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი TV იმედის ეთერში.
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა. საქართველოში არსებული მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტების მისია ჩამოვა.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











