„ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთანაც“ - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1727865551

კობახიძე

გპრემიერი კობახიძე ბაიდენთან მიღების მიწვევის გაუქმებაში "გლობალური ომის პარტიის" ხელს ხედავს და ამბობს, რომ  დაზიანებული ურთიერთობები ორივე ქვეყანაში არჩევნების დასრულების შემდეგ შეიცვლება. კობახიძის თქმით, მიღებაზე მიწვეული იყო პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მათ შორის, 100-მდე ავტოკრატიული ქვეყანა:

"აქ სად არის ლოგიკა? ლოგიკა  არის ჩვენთვის ერთადერთ რამეში. ამ შემთხვევაშიც ურევია ყველაფერში გლობალური ომის პარტიის ხელი ვიღაცები არიან განაწყენებული იმის გამო, რომ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები 2022 წლიდან და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ასეთი აქტები" ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მიმართ ინტერესები "თვისობრივად შეიცვლება".

 

"მომავალი წლის დასაწყისიდან, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მას შემდეგ რაც გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, [საქართველოსა და აშშ-ში] მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ურთიერთობები გადაიტვირთება თვისებრივად საქართველოსა და აშშ-ს შორის...მე ხომ არ მისაუბრია მაინცდამაინც ტრამპზე. ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთანაც, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები. ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად, მას შემდეგ რაც დასრულდება ორი არჩევნები, მას შემდეგ რაც დასრულდება ომი უკრაინაში , ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ  და შესაბამისად გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან" განაცხადა კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოდიშარიას და ჩიგოგიძის შვილები
ვიდეო: “მოგი@@ნავ დედის მუტ@ლს” – ოდიშარიასა და ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ

“ქართული ოცნების” დეპუტატების, ბექა ოდიშარიასა და ვასილ ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მ...

პოლიტიკა 1728064206

ბიძინა ივანიშვილი
აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანისა და ამერიკის საელჩოს გზავნილები

აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილი შეხვედრაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ მისი ქო...

პოლიტიკა 1728063959

სიახლე ავერსში
,,ავერსში“ სიახლეა:  თვითმომსახურების აპარატით მედიკამენტებსაც შეიძენთ

"ავერსის" სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის. „ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაც...

ბიზნესი & ეკონომიკა 1728038502

ნუკი
„გავიღვიძე და ასეთი რამ დამხვდა“ - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს თავის ბრენდთან „ნუკი კოსმეტიკსთან“ დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს უზიარებს. აღმოჩნდა, რომ „ამაზონზე“ განთავსებული ბრენდის პროდუქციიდან ერთ დღეში ყველა ერთეული გაიყიდა. „გ...

სოცმედია 1728038343

ლავროვი
„2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ - ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება". ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტ...

პოლიტიკა 1728037948

ჰერჩინსკი ბანერები
„აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია“ - EU-ის ელჩი „ოცნების“ ბანერებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია".   "უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი,...

პოლიტიკა 1728037666