„ჩვენ ვგულშემატკივრობთ „ლელოს", გვინდა, რომ არ „განაცდეს“ - ნათია მეზვრიშვილი
პოლიტიკა • 1718701249

ჩვენ ვგულშემატკივრობთ „ლელოს“, გვინდა, რომ არ „განაცდეს“, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა
ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, დროა, ქვეყანაში ორპოლუსიანობა დასრულდეს და პარლამენტი ისეთი პარტიებით დაკომპლექტდეს, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ იქნება კავშირში, „ლელო“ კი გახარიას პარტიასთან იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს დგას.
„საკითხი ძალიან მარტივად დგას - ჩვენ ჩვენი პოზიცია არ შეგვიცვლია. ჩვენ დავრეგისტრირდით დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად. როგორც ვამბობდით, დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. ჩვენ მარტივად ვთქვით, რომ ვერ იქნება გაერთიანებებზე საუბარი, იგივე „ლელოსთან“, თუ პირველ რიგში, არ გამოინახა ერთობლივი თანამშრომლობის კვეთის წერტილები. ეს თანამშრომლობა რა ფორმატში იქნება, შემდგომი პროცესის განვითარების საკითხია. ეს ვთქვით ერთადერთი მიზეზის გამო - ჩვენთვის არის წითელი ხაზები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ - აქ ახალი არაფერია, ამაზე არა ერთხელ გვისაუბრია. ის, რომ იდეოლოგიურად „ლელო,“ სხვა პარტიებთან შედარებით, ჩვენთან ყველაზე ახლოს არის, არც ეს არის ახალი. ვიღაცისთვის არსებობს პირადი დღის წესრიგი, ჩვენ მარტივი, პრაგმატული ხედვიდან ამოვედით. ჩვენ ვგულშემატკივრობთ „ლელოს“, გვინდა, რომ ეს პარტია არ „განაცდეს“ ან ბოლომდე არ „განაცდეს“, რადგან გვახსოვს, რომ კოალიცია ჰქონდათ 2021 წლის არჩევნებზე. ჩვენ რომ წითელი ხაზები გვქონდა გავლებული, მათ ეს მკაფიო ხაზები არ ჰქონდათ გავლებული. 2021 წლის არჩევნებზე ერთ სცენაზე იდგნენ, გაერთიანდნენ ნიკა მელიასთან. ჩვენ გვინდა, რომ ამ პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, მოხვდეს პარლამენტში ისე, რომ არ „განაცდეს.“ ეს არ არის ერთადერთი კეთილი ზრახვა, რომელიც გაგვაჩნია. აქ მთავარი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ისეთი პოლიტიკური პარტია მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, არც ამ პარტიის გუშინდელ დღესა და დღევანდელ განშტოებას წარმოადგენს და არც „ქართული ოცნების“ სატელიტია, იმიტომ, რომ ორპოლუსიანობა შედის „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში. ჩვენ ვხედავთ პრემიერს, მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან და ცდილობენ, საზოგადოებაში დალექონ აზრი, თითქოს მხოლოდ ორი პარტიაა, რომელიც ბარიერს გადალახავს. ეს მათი ინტერესია და ამაში შესანიშნავად ეხმარება „ნაციონალური მოძრაობის“ საავადმყოფოში მყოფი ლიდერი“ , - განაცხადა მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
კითხვაზე, რაში სჭირდება გახარიას პარტიას „ლელოსთან“ თანამშრომლობა, ნათია მეზვრიშვილმა განახადა, რომ ეს არა პარტიას, არამედ საზოგადოებასა და პარლამენტს სჭირდება.
„ეს თანამშრომლობა საზოგადოებას სჭირდება, ორპოლუსიანობის დაძლევას სჭირდება და პარლამენტში სჭირდება მრავალპარტიულობას, არა „ნაცურს და არა „ქოცურს“ - ეს არის დღეს საზოგადოების დაკვეთა. თვითონ უნდა აცნობიერებდნენ ამას. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პარტია გადაეშვას მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მორევში, ამიტომ გავაკეთეთ ეს შეთავაზება,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს „ლელოა“ და, აქედან გამომდინარე, ის ღიაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. როგორც Украинская правда-ს ფრაქციის...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1752731329

"მე რომ ვიყო ახლა პოლიტიკოსების გარედან მაყურებელი არ დავფიქრდებოდი - რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ,...
პოლიტიკა • 1752731154

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...
პოლიტიკა • 1752730533

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...
პოლიტიკა • 1752729804

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი. თ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729642

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს. გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729572