"ჩვენი "დაბოლება" არ გამოვა - ვერ დავივიწყებთ" - სინდისის პატიმრების მშობლების პასუხი "ოცნებას"

პოლიტიკა 1749563121

სინდისის პატიმრები

 სინდისის პატიმრების მშობლები ფიქრობენ, რომ "ოცნება" დასავლეთთან ურთიერთობის "დასალაგებლად" ხელისუფლებიდან დასანქცირებულ პირებს იშორებს.

 

ზვიად ცეცხლაძის მამის თქმით, ივანიშვილის გუნდს ჰგონია, რომ იმ ადამიანების "ხელისუფლებიდან" ჩამოშორებოთ, რომლებიც აქტივისტების ცემასა და გატაცებაში არიან მხილებულნი, "რაღაც ფორმით, მისაღები გახდებიან ევროპისთვის":

 

სანქცირებულ ადამიანებს იშორებენ გარკვეულწილად იმისთვის, რომ რაღაც ფორმით დალაგდნენ ევროპასთან, რაღაც ხომ უნდა შესთავაზონ ევროპას და უნდა უთხრან, რომ ის ადამიანები, რომლებიც მხილებულები არიან ძალადობაში, ადამიანის გატაცებაში, ცემაში, დანაშაულებებში, თითქოს ჩამოაშორებენ ხელისუფლებას და ამით რაღაც ე.წ. დე ფაქტო ხელისუფელბის გაწმენდას ახდენენ და გონიათ, რომ ამით, რაღაც ფორმით, მისაღები გახდებიან ევროპისთვის"- ამბობს სინდისის პატიმრის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.
სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა "ოცნებას" პირდაპირ ეუბნება, რომ საკადრო ცვლილებით თავიდან ვერ აირიდებს იმ პასუხისმგებლობას და დანაშაულს, რომელსაც აქციის მონაწილეების მიმართ ჰქონდა ადგილი.

 

"ჩვენი "დაბოლება" არ გამოვა - ვერ დავივიწყებთ" - ამბობს ელენე ახობაძე.

 

მოისვრიან ყველას. ეს არის რეჟიმის თვისება, როცა აღარ სჭირდებათ, ბინძურ საქმეებს შეასრულებინებენ და ყველას მოისვრიან სანაგვეზე. ყველა დარჩება ისე, როგორც აი ამ წუთას არიან ზოგ-ზოგიერთები. ახლა აღარ სჭირდებათ, ახლა უნდათ გასუფთავება სიტუაციის და ამით კიდევ უნდათ ჩვენი "დაბოლება", რომ აი ახლა სისტემა გამოსწორდა უკვე ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდაც ის დაივიწყეთ - ვერ დავივიწყებთ", - ამბობს ელენე ახობაძე. ცნობილი გახდა, რომ გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი აღარ არის. "ხარებას" თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გაუშვეს. მის ადგილას ლევან მაისურაძე დანინიშნა. სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზახაროვა
„სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ჩატარდა“ - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...

მსოფლიო 1780916926

პოლიტიკა
„ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება“ - სააკაშვილი

„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...

პოლიტიკა 1780914416

პოლიტიკა
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... პაპუნა ლოცულაშვილი რომ სცემეს, მაგ საქმის მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს“ - ადგილობრივი გორში გარდაცვლილ პოლიციელზე

"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...

შემთხვევა 1780913118

4 ოქტომბერია
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...

სამართალი 1780912924

ზელენსკი ფაშინიანია
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ“ - ზელენსკი

"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...

მსოფლიო 1780912056

ორსული
 “თავზარდაცემულები ვართ“ - ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა და ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს  “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...

შემთხვევა 1780911827