„ჩვენი გუნდის ათეულობით წარმომადგენელია უკანონოდ დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ“ - გიორგი გახარია

პოლიტიკა 1732969610

გიორგი გახარია

ჩვენი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი უკანონო თავდასხმების შედეგად უკანონოდ არის დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიამ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველზეც და თქვა, რომ ლევან იოსელიანი  მთელი ღამის განმავლობაში უნდა ყოფილიყო რუსთაველზე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად.

ოპოზიონერმა ლიდერმა საპროტესტო აქციაზე დაზარალებულ ადამიანებს თანადგომა გამოცუხადა.

„სახალხო დამცველი ახლა დიღმის იზოლატორში კი არ უნდა იყოს, მთელი ღამის განმავლობაში უნდა ყოფილიყო რუსთაველზე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და ერთი სიტყვა მაინც უნდა ეთქვა. ჯობს, ასეთი სახალხო დამცველი ჩვენ არ გვყავდეს, გვეცოდინება მაინც, რომ არ გვყავს და ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ.

ჩვენი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი უკანონო თავდასხმების შედეგად უკანონოდ არის დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ, სად და რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილები, ამასაც ვერ ვიგებთ და სახალხო დამცველი არაფერს არ აკეთებს. დრო და ადგილი დაუთმო პრემიერს ელაპარაკა ტყუილების მთელი კასკადი, არაპროვოცირებულ ადამიანებს ესხმოდნენ ნიღბიანი პოლიციელები თავს, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები. ჩვენს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს ლევან თორიას, როდესაც ის აქციას ტოვებდა ათობით ნიღბიანი პოლიციელი, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები, თავს დაესხა და ეს ადამიანი ჩვენ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში [ვიპოვეთ]...

ყველა ადამიანი, რომლებმაც გუშინ ეს აქცია გამოიარეს და მსხვერპლი გახდნენ ძალადობის, მე თანადგომას ვუცხადებ და თითოეული მოქალაქის ვალდებულებად უნდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ და უსამართლოდ არიან დაკავებულები ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ჯანმრთელობისა და გათავისუფლებისთვის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
„კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, მსოფლიოში სამეულში ვიქნებით“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...

პოლიტიკა 1752730533

პროკურატურის შენობა თბილისში
„მთავარ არხს დოკუმენტების გადმოსაცემად გონივრული ვადა მივეცით“ - პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...

პოლიტიკა 1752729804

სასურველი თბს
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის - თიბისის ახალი კამპანია

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი.   თ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729642

140 გოგო თბს
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს.   გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729572

საქბანკი გელი
GELi-ს ორგანიზებით, მასწავლებლებისთვის ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა“ გაიმათა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) ინიციატივით ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729205

მოროშკინა ივანიშვილი
„მე კაცმა ჭორვილაში, დედის სატირალში შემიშვა და მასზე აუგს ვერასოდეს მათქმევინებთ! НЕ ДОЖДЁТЕСЬ!” – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა თავის სამი წლის წინანდელ ფეისბუქ-პოსტს აზიარებს, სადაც წერდა:,,..მე ვერ ვიქნები თქვენნაირი, Без роду, без племени! ზვიად გამსახურდიას როცა ქოლავდნენ “ახალი ქართველები”, მე კა...

სოცმედია 1752698312