პოლიტიკა • 1737887343
საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმსჯელებენ. სტრასბურგში დაგეგმილ ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. მოხსენების ინიციატორია PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.
სესიას დაესწრება პროდასავლური ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებიც არჩევნების დროს და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ კონკრეტულ მტკიცებულებებს წარადგენენ, სხდომის დღის წესრიგში უკვე გაწერილი ALDE-ს წვერების პრეზენტაცია, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ ისაუბრებენ - შესაბამისად ასამბლეაში მონაწილე ყველა საერთაშორისო აქტორი დეტალურად მოისმენს როგორ სჯის რეჟიმი საქართველოში კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეებს და როგორ გამოკეტა ციხეში არაერთი ადამიანი ქვეყანაში ევროპული მომავლის დაცვის გამო.
წლის დასაწყისში პროევროპულმა პარტიებმა უკვე მიმართეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოდან წარდგენილი დელეგაციის უფლებამოსილება.
"ჩვენი მიზანია, რომ იქ "ქოცებთან" მუშაობა არ გაგრძელდეს ისე, თითქოს საქართველოში არაფერი არ ხდება, რომ ეს არ იყოს Business as usual. უფრო ფართო კონტექსტი რომ წარმოვიდგინოთ, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს არის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რაც არის არაღიარების სტრატეგია. არაღიარების სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მოპარული არჩევნების გამო არც ამათი ე.წ პარლამენტია ლეგიტიმური, არც მთავრობა და არც მთავრობის არჩეული ყაველაშვილი. მიგვაქვს ნაბეჭდი მასალა, რომელიც ეხება არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, წამების ფაქტებს, ჟურნალისტებზე თავდასხმას." - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მიღებას "ქართული ოცნების" არალეგიტიმური პარლამენტის დელეგაცია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გეგმავს. დელეგაციაში ასევე იქნებიან გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, მარიამ ლაშხი და "ოცნების" სხვა წევრები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. “ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გული...
პოლიტიკა • 1739914256
რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გა...
პოლიტიკა • 1739911865
ნოდარ მელაძე: კრიმინალური პოლიციის უფროსი არც ზარებს და არც მესიჯებს არ პასუხობს. არ ვიცით სად არის ტვ პირველის ოპერატორი - ლაშა ჯიოშვილი. ადვოკატი რეკავს, იზოლატორებში არსად არააა!სპეციალური საგამოძი...
პოლიტიკა • 1739911337
ტვ პირველის ოპერატორის გატაცების კადრები "პიროვნება ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო" წერს Natia JIvotnikova და ვიდეოს აქვეყნებს
პოლიტიკა • 1739910946
ნოდარ მელაძე: თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დ...
პოლიტიკა • 1739910320
პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი ლაშა მგელაძე: დღეს ვაზელინის გამოყენების „მასტერკლასის“ დღე ყოფილა თურმე...იცოდით, ვაზელინი რომ ლათინური სიტყვაა და ქართულად დაწიანაურებას ნიშნავს?...
სოცმედია • 1739910178
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი