"ჩვენი მტერია, ვინც საქართველოს სუვერენიტეტში, შიდა საქმეებში ერევა, დასავლეთიდან უამრავი, ამერიკიდან უამრავი“ - გორის საკრებულოს თავმჯდომარე
პოლიტიკა • 1723107957
ომიდან 16 წლის შემდეგ, ქალაქ გორის მაღალჩინოსნები ნაომარ ქალაქში ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ და კვლავ წინა ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
"ჩვენი მტერია ვინც საქართველოს სუვერენიტეტში ერევა, ვინც საქართველოს შიდა საქმეებში ერევა... დასავლეთიდან უამრავი, ამერიკიდან უამრავი... ამერიკის პოზიცია „ვაფშე“ გაურკვეველია. ერთ სიბრტყეზე დავაყენებ ვინც საქართველოსთვის არ იქნება." - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამ დრომდე არაა საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი, დავით რაზმაძე ამას მოუცლელობით ხსნის და ვარაუდობს, რომ ირაკლი კობახიძე რეგიონს ესტუმრება.
"პრემიერი უახლოეს ხანში გვესტუმრება, სავარაუდოდ მე ვფიქრობ რომ ალბათ მოივლის საოკუპაციო ხაზთან. მოგეხსენებათ ადვილი არაა ამხელა სამინისტროების მართვა." - აღნიშნა რაზმაძემ.
ოკუპაციაში დამნაშავედ საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას მიიჩნევს და მედიას აკრიტიკებს გორის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი სოსიაშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში, 2006-2010 წლებში გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და 2010-2023 წლებში გორის უნივერსიტეტის რექტორი იყო.
"მე წარმოვადგენ მთავრობას რომელიც ორიენტირებულია თითოეულ მოქალაქეზე, უამრავი პროგრამით, მხარდაჭერით, განსხვავებით თქვენი ხელისუფლებისაგან, რომელმაც ლანგრით მიართვა...
მე გიორგი სოსიაშვილი ავტორი ვარ ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიის" - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










