ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ფონდი იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა - გერმანიის ელჩი

პოლიტიკა • 1790979805

გერმანიის ელჩი და ფონდები

ორმა გერმანულმა პოლიტიკურმა ფონდმა საქართველოში ოფისების დახურვის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე უარი მიიღო. OC Media-ს ცნობით, ეს ნაბიჯი ქვეყანაში უცხოური დაფინანსების შეზღუდვების საერთო ფონს უკავშირდება.

კონრად ადენაუერის ფონდმა (KAS) და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა „თავისუფლებისთვის“ (FNF) თბილისის ოფისები 30 სექტემბერს დახურეს. KAS-ში განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი უნებლიე იყო, ხოლო FNF-ში პროცესს გარდაუვალი უწოდეს. ორივე ორგანიზაციის განაცხადი ადგილობრივ პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელებაზე საქართველოს მთავრობამ 28 ივლისს უარყო.

ფონდების წარმომადგენელთა შეფასებით, შექმნილმა პოლიტიკურმა და სამართლებრივმა ჩარჩომ შეუძლებელი გახადა მათი ძირითადი მისიის შესრულება. FNF-ის ინფორმაციით, ხელისუფლება ითხოვდა, რომ პროგრამის თითოეული ნაწილი მთავრობის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში ყოფილიყო, რაც ორგანიზაციას დამოუკიდებლობას ართმევდა.

გერმანიის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ოთხივე გერმანული პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, იძულებული გახდა საქმიანობა დროებით შეეჩერებინა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მოვლენები უარყოფითად აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ დაწესებულება, რომელიც გერმანიისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებდა, არსებობის საფრთხის წინაშე დგას.

„ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო“. - განაცხადა ელჩმა

(ფონდები რომლებიხ საქართველოში მუშაობდნენ: კონრად ადენაუერის ფონდი , ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი , ფრიდრიხ ებერტის ფონდი)

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უარყო ფონდების შეფასებები. მან განაცხადა, რომ კონრად ადენაუერის ფონდი გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ (CDU) აფილირებული პოლიტიკური ორგანიზაციაა. პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ფონდს აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობის გაგრძელება შესთავაზა, თუმცა მათ ინტერესს კონკრეტულად პოლიტიკური პროექტები წარმოადგენდა. მან დასძინა, რომ უცხოურმა დონორებმა საქმიანობა საქართველოს მთავრობასთან უნდა შეათანხმონ.

KAS საქართველოში 2003 წლიდან, ხოლო FNF 2002 წლიდან საქმიანობდა. მათი პროექტები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარების, თავისუფალი საზოგადოებისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობას მოიცავდა.

FNF-ის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ზაშა ტამმა OC Media-სთან საუბარში განმარტა, რომ ხელისუფლების მხრიდან თითოეული პროექტის განმარტების მოთხოვნისა და განაცხადების დასაბუთების გარეშე უარყოფის შემდეგ, ფონდის გამგეობამ ადგილზე მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ორივე ფონდში აღნიშნავენ, რომ ინარჩუნებენ კავშირს ქართველ პარტნიორებთან, ხოლო KAS ინარჩუნებს იურიდიულ რეგისტრაციას, რათა პოლიტიკური ვითარების ცვლილების შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნება შეძლოს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
7 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

7 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი ენერგიული მუხტით, საქმიანი აქტივობითა და გონებრივი კონცენტრაციით. კოსმოსური ფონი გვეხმარება სწრაფად გადავრთოთ ყურადღება პრაქტიკულ ამოცანებზე და წინ წავწიოთ პროფეს...

ეს საინტერესოა • 1794001636

ზელენსკი
მტერი ახალ დარტყმას ამზადებს, სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს და მთავარი სამიზნე სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1793998946

მატარებელი თოვლში
რუსეთში რკინიგზის ფოტოგრაფიით დაინტერესება სახიფათო ხდება - მოსკოვში მატარებლების ფოტოების 2 კოლექციონერი დააკავეს და 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მოსკოვის სასამართლომ მატარებლების მოყვარულთა პოპულარული ფოტოსაიტის, RailGallery-ის დამფუძნებლები, დენის ესკოვი და ანატოლი ნაგორნოვი დააპატიმრა. გამოძიება მათ სახელმწიფო რკინიგზის დახურულ ბაზებში უკანო...

მსოფლიო • 1793997466

კენიელი სექტის ლიდერი
კენიური სექტის ლიდერს 190 ბავშვის მკვლელობისთვის ორასი წლით პატიმრობა მიესაჯა

კენიის სასამართლომ აპოკალიპტური კულტის ლიდერს, პოლ მაკენზის 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრულის მკვლელობაში, ასევე ადამიანების შიმშილით სი...

მსოფლიო • 1793990912

საქბანკი
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1793978807

ჯაღმაიძე
საპატრიარქო კაზინოებისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს აკრიტიკებს

საქართველოს საპატრიარქომ აზარტული თამაშებისა და კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად გააკრიტიკა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხად...

საზოგადოება • 1793976450