"ჭყიპინაა... სხვის საქმეში ცხვირი ჩაჰყო"- "ოცნება" ეძგვერაძის წინააღმდეგ

პოლიტიკა 1725534581

ეძგვერაძე პოლიციელი

"ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს დეპუტატი, რომელიც სამოქალაქო ფორმაში მყოფმა სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დააკავეს, "ჭყიპინად" გამოაცხადა - ივანიშვილის პარტიაში ამტკიცებენ, რომ ირაკლი ეძგვერაძემ პოლიციას ხელი შეუშალა და გომელაურის უწყების თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა.

 

ეხლა თუ ჭყიპინა გამოხტება და სავარაუდო დამნაშავის დაკავებას ხელს შეუშლის და პოლიციას შეურაცხყოფას მიაყენებს, მერე დააკავებენ და თქვენ იძახებთ, რომ ეს არის ტერორიიო, ოპოზიციაზე, ეს სწორია? ხო ამ პროპაგანდის გაგრძელებაა? - ამბობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მდინარაძის ხაზი გააგრძელა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამაც.

ჭყიპინაზე მეუბნებით, ეგ როგორც არის ცნობილი? როგორც ირკვევა, იქ ხელს უშლიდა საპოლიციო საქმიანობას. შესაბამისად, რა მნიშვნელობა აქვს, იქ შენ ვინ ხარ, რა ხარ... საკრებულოს დეპუტატი თუ ხარ და დანაშაულს ჩადიხარ, რა პრობლემაა. შესაბამისად, არის ჯარიმები, ან განრიდება ან შესაბამისი ქმედებებია. არვიცი ახლა ის ნაცემია თუ არ არის ნაცემი, ამაზე კომენტარს შესაბამისად გააკეთებენ", - ამბობს ირაკლი ზარქუა.
გივი მიქანაძის თქმით,"ნაციონალურმა მოძრაობამ ისტერია საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების თვალში დამატებითი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მოაწყო"

 

მათ უნდათ, საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენონ, თითქოს ისინი იდევნებიან და მათზე რაღაც ზეწოლა ხდება", - ამბობს მიქანაძე. 
თუ ლევან მაჭავარიანს დავუჯერებთ, ირაკლი ეძვერაძე "ტელევიზორში არ ჩანდა და არ უნდოდა, რომ დღის წესრიგიდან მოხსნილიყო მისი "პოლულარობა".

 

ბექა დავითულიანი კი ამტკიცებს, რომ პოლიციას შეიძლება სულაც არ სცოდნოდა ვინ იყო ირაკლი ეძგვერაძე და ოპოზიციონერი მხოლოდ იმისთვის დააკავეს, რომ "მან სხვის საქმეში ცხვირი ჩაყო"

რა იცით, ეძგვერაძეს ყელში წვდა ვინმე, თუ უბრალოდ საჭირო იყო მისი განეიტრალება სპეცოპერაციის დროს და გარიდებვა", - ამბობს დავითულიანი. ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკოსები
"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ნიკა მელია გირაოს გადახდაზე

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...

პოლიტიკა 1747249161

კობახიძე ივანიშვილი
ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი  

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი  

პოლიტიკა 1747248970

პოლოლიკაშვილი
„თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება... ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს“ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“    „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...

პოლიტიკა 1747240625

კახაძე
„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად“ - ივანიშვილის ლადო კახაძე MEGOBARI ACT-ის საპასუხო განცხადებაზე

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...

პოლიტიკა 1747239625

ლავროვი
ლავროვი სტამბოლის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747239517

ოქრუაშვილი
„ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს“

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.

სოცმედია 1747238593