"დაგვცინიან, მინისტრმა მოგვატყუა" - პროფესორი

პოლიტიკა • 1770229506

პროფესორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მანანა მაღრაძე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრობს.

 

"ოცნების" პრემიერმა თქვა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში"ტექნიკური მიმართულება ერთგვარ გერად იქცა და როცა საჭიროება დგება, ქვეყანაში ერთი ინჟინერი არ არსებობს".
მანანა მაღრაძის განმარტებით, ახალგაზრდები "ე.წ. უხელფასო ინჟინრულ სპეციალობაზე" სწავლის ნაცვლად სხვა პროფესიას ირჩევენ. მისი თქმით, ქვეყანაში სპეციალისტები იმიტომ არ არიან, რომ მოთხოვნილება აღარ არის.

 

სტუ-ს პროფესორის თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ განცხადებამდე, "ქარული ოცნების" განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე მათთან იყო მისული და სიმართლე არ უთხრა.

 

რეფორმა რომ დაიწყო და დაანონსდა სულმოუთქმელად ველოდებოდით იმიტომ, რომ ჩვენზე კარგად არავინ არ იცის გვჭირდება თუ არა რეფორმა. რომ შეიქმნა ე.წ. კომისია, რომელშიც მართლა ისეთი ხალხია გაერთიანებული, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი სააკაძის მოედნიდანაც არ აქვს დანახული, ვიფიქრეთ, რომ ალბათ ეს არის საორგანიზაციო კომისია და ამის შემდეგ შეიკრიბება სპეციალისტები, შეიკრიბება ინჟინერიის წარმომადგენელი და იმათ დაეკითხებიან რა უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს, მაგრამ ესე არ მოხდა...

რით განსხვავდება ჩვენი მენეჯერი ჯავახიშვილის მენეჯერისგან, ჩვენი იურისტი ჯავახიშვილის იურიდიულისგან, ჩვენი ჟურნალისტი. ტექნიკური დარგი სპეციფიური დარგია ამიტომ იმას სხვანაირი განვითარება სჭირდება, სხვანაირი მიდგომა სჭირდება... დღეს გეოლოგი არ ჰყავს ქვეყანას, ინჟინერი არ ჰყავს ქვეყანას - განა იმიტომ, რომ მოსამზადებელი კადრი არ შეგვიძლია მოვამზადოთ, იმიტომ, რომ იყო დრო, როცა ყველა მიდიოდა იურიდიულზე, ყველა მიდიოდა ბიზნეს ადმინისტრირებაზე და არავინ მიდიოდა ე.წ. ამ უხელფასო ინჟინრულ სპეციალობაზე. მოთხოვნილება აღარ იყო [სპეციალისტების], ეს ერთი და გარდა ამისა, სუფთა ხელებით ვიღწვით, რომ რაღაცას მივაღწიოთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დონე მოდის სკოლიდან. სკოლა დღეს აფუჭებს ბავშვს, 6-დან 17 წლამდე იზრდება ბავშვი და სწავლობს უსაქმურობას, ტყუილად მიღებულ ნიშნას, გინახავთ ვინმე, ვისაც ატესტატი არ აუღია დღეს? [...]

უკვე გადაწყვეტილება რომ მიღებული იქნება, ეს არის თვითონ ცუდი მომენტი იმიტომ, რომ არავის არაფერი შეეკითხნენ. არაფერს არ ველოდები. ადრე მეგონა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, მაგრამ ყოველდღე ვხედავ დაცინვას იმის ნაცვლად, რომ ვიღაც მოვიდეს, დაგველაპარაკოს, რა გჭირთ, რა გინდათ. იცით რას ემსგავსება ჩვენი სიტუაცია? - შენ ცუდ სახლში ცხოვრობ, არ მომწონს, მოდი გამოგაგდებ ამ სახლიდან, კი არ დაგეხმარები, რომ ეს სახლი მოგიწესრიგო.

 

არაფრის იმედი არ მაქვს. მე ველოდები პასუხს. ეს გამოსვლა იმისთვის არ არის, რომ ბოლი გამოვუშვათ, პასუხს ველოდები - რით გაუმჯობესდება ტექნიკური უნივერსიტეტის სიტუაცია ჯავახიშვილთან შეერთებით. დიდი პატივისცემა ჯავახიშვილს, მაგრამ ჰუმანიტარი ჯავახიშვილმა გაზარდოს და ინჟინერი ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. გაუქმება გამოსავალია? - მიპასუხოს ვინმემ. [...]

16-ში ჩვენთან იყო განათლების მინისტრი, რომელმაც მოგვატყუა, მოგვატყუა და 13 დღეში შეერთების გადაწყვეტილება... ჩვენ მოვითხოვეთ, რომ განათლების მინისტრმა ტყუილზე აგოს პასუხი. არ უთქვამს, პირიქით, ტექნიკური უნივერსიტეტი ფლაგმანია რეგიონშიო და 13 დღეში შეაერთეს ისე, რომ არაც არავის კითხეს," - განაცხადა მანანა მაღრაძემ.     

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
7 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

7 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი ენერგიული მუხტით, საქმიანი აქტივობითა და გონებრივი კონცენტრაციით. კოსმოსური ფონი გვეხმარება სწრაფად გადავრთოთ ყურადღება პრაქტიკულ ამოცანებზე და წინ წავწიოთ პროფეს...

ეს საინტერესოა • 1794001636

ზელენსკი
მტერი ახალ დარტყმას ამზადებს, სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს და მთავარი სამიზნე სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1793998946

მატარებელი თოვლში
რუსეთში რკინიგზის ფოტოგრაფიით დაინტერესება სახიფათო ხდება - მოსკოვში მატარებლების ფოტოების 2 კოლექციონერი დააკავეს და 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მოსკოვის სასამართლომ მატარებლების მოყვარულთა პოპულარული ფოტოსაიტის, RailGallery-ის დამფუძნებლები, დენის ესკოვი და ანატოლი ნაგორნოვი დააპატიმრა. გამოძიება მათ სახელმწიფო რკინიგზის დახურულ ბაზებში უკანო...

მსოფლიო • 1793997466

კენიელი სექტის ლიდერი
კენიური სექტის ლიდერს 190 ბავშვის მკვლელობისთვის ორასი წლით პატიმრობა მიესაჯა

კენიის სასამართლომ აპოკალიპტური კულტის ლიდერს, პოლ მაკენზის 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრულის მკვლელობაში, ასევე ადამიანების შიმშილით სი...

მსოფლიო • 1793990912

საქბანკი
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1793978807

ჯაღმაიძე
საპატრიარქო კაზინოებისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს აკრიტიკებს

საქართველოს საპატრიარქომ აზარტული თამაშებისა და კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად გააკრიტიკა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხად...

საზოგადოება • 1793976450