დაიწყებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივ დევნას სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას წინააღმდეგაც?
პოლიტიკა • 1762522581
დაიწყებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივ დევნას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის და ყოფილი პრემიერის წინააღმდეგაც? - 8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლის სამართლის საქმეში სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას წინააღმდეგაც მიცემული ჩვენებებიც დევს - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე და ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ნანა კაკაბაძე საუბრობს.
ზურაბიშვილთან მიმართებით კაკაბაძე აცხადებს, რომ სწორედ მან შეიწყალა ნიკა მელია, ნიკა რურუა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დასავლეთის მოთხოვნით და ამ შეწყალებებს ის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად და დასავლეთის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.
ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფისა და შიდა პოლიტიკაში ჩარევის აშკარა მაგალითებია ის შეწყალებები, რომელიც მეხუთე პრეზიდენტმა განახორციელა მელიას, რურუას, უგულავას, ოქრუაშვილის და სხვა იმ კრიმინალების მიმართ რომლებიც იყვნენ ან ნაციონალური მოძრაობის წევრები ან მხარდამჭერები ან დამფინანსებლები. შეწყალებაზე ევროპარლამენტარმა ქალბატონმა, რომლის გვარსაც ვერ ვიხსენებ, განაცხადა რომ მასთან ჰქონდა საუბარი ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ამაზე არსებობს ასევე, ნიკა გვარამიას განცხადება, სადაც იგი ამბობს რომ ზურაბიშვილს დავალებული ჰქონდა დეკემბრამდე მისი გათავისუფლება. ანუ ნათელი იყო რომ მითითება მოდიოდა ქვეყნის გარედან. ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც გარე აქტორები იყვნენ ჩართულები, ვინაიდან გირაო მას გადაუხადა საერთაშორისო ფონდმა სახლეს ვერ ვიხსენებ ფონდისას", - ამბობს ჩვენებაში ნანა კაკაბაძე.
რაც შეეხება გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას, ნანა კაკაბაძე საუბრობს ქვეყნის მართვაში გარე ძალების უხეშ ჩარევაზე და ამის მაგალითად მოჰყავს 20 ივნისის საქმე. ასევე ყოფილ პრემიერთან მიმართებაში ნახსენებია ნიკა მელიას ქეისიც და ნათქვამია, რომ "გახარიამ ნიკა მელიას დაპატიმრების საბაბით ყველაზე მძიმე პერიოდში ზურგში დანა ჩასცხო".
კაკაბაძე ამ ეპიზოდს ჩვენებაში ახსენებს, როგორც გახარიას მხრიდან გარე დაკვეთის შესრულებას.
გიორგი გახარია იმ 8 ოპოზიციონერში არ არის, ვის მიმართაც პროკურატურამ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ქვეყნის მართვაში გარე ძალების უხეში ჩარევის მაგალითია ე.წ 20 ივნისის საქმე. ეს პროცესი და გიორგი გახარია მთლიანად გარედან მართული რომ იყო ამაზეც მოგახსენებთ. გახარიას ბრძანებით, პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები, დამიზნებით როგორც ოპოზიცია ამას ამბობდა.ასეთივეა ე.წ პანკისის ოპერაცია, სადაც გახარიამ პოლიციელებზე მიზანმიმართულად მიუშვა გავეშებული ბრბო, რომლებმაც ქვებისა და სხვა ბლაგვი ნივთების დაშენით შეურაცხყვეს და დააზიანეს ქართული პოლიცია. ეს ოპერაციაც ჩემი აზრით ატარებდა მიზანიმართულ ხასიათს. იმ დროისთვის როდესაც საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო, გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაპატიმრების საბაბით ყველაზე მძიმე პერიოდში ზურგში დანა ჩასცხო, რაც ასევე შეიძლება განხილულ იქნას როგორც მისი მხრიდან გარე დაკვეთის შესრულება ხელისუფლების ჩამოშლისა და დასუსტების მიზნით", - ამბობს ნანა კაკაბაძე ჩვენებაში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, "ნეიტრალური საქართველოს" წევრებმა პროკურატურას ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით 20 იანვარს მიმართეს, 8 თებერვალს კი პოლიტიკოსების წინააღმდეგ საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ვატო შაქარიშვილი და ნანა კაკაბაძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში 10 თებერვალს გამოიკითხნენ. დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ 9 თვის შემდეგ პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა ზემდგომ პროკურორს მიმართა, რომ პოლიტიკოსების წინააღმდეგ საქმე ცალკე წარმოებად დაწყებულიყო.
ექსკლუზივი: "პირველებმა" საქმის მასალები მოიპოვა - ვინ არიან პროკურატურის ოქროს მოწმეები8 ოპოზიციონერის საქმეზე სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში, დღეს 19:00 საათზე გაიმართება. პოლიტიკოსების საქმე მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილს დაეწერა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...
საზოგადოება • 1776689877
Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...
მსოფლიო • 1776688704
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...
პოლიტიკა • 1776686930
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...
საზოგადოება • 1776686637
ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...
მსოფლიო • 1776686624
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან Trump Tower Tbilisi -...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1776686272











