პოლიტიკა • 1716897589
ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც მან "პირველებს" განუცხადა, იყო შემთხვევები, როცა მას სასამართლო კლანი კონკრეტული გადაწყვეტილებების გამო დაუპირისპირდა და დაემუქრა.
რაც შეეხება, მოსამართლეების მდუმარე პროტესტს, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ ამით მათ ხელისუფლება ამხილეს.
მე ვფიქრობ, რომ ამხილეს, გააკეთეს აქცენტი და ხაზი გაუსვეს იმას, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ირღვევა რუსული კანონის მიღებით. ეს რომ რუსულია, ამაში შესვლა არ გვინდა, თუმცა ის, რომ მცირე გვაქვს ჯგუფი ამ მოსამართლეებისა, რომლებიც თუნდაც ამ ფორმით გამოხატავენ პოზიციას, ეს არის შედეგი იმისა, რომ სახეზე გვაქვს დაშინებული სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მომივიდა მესიჯი ასეთი, რომ თუ მე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია, არ მივიღებდი სასურველ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, მოქმედ ხელისუფლებას, ტვინს გამასხმევინებდნენ. ასევე, მაგალითად, მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მითხრეს, რომ თუ მე იმ საქმეს წინასწარ, გარიგებულად მოვაწერდი ხელს, ჩემს მიმართ შეიცვლებოდა დამოკიდებულება. ასევე კლანისგან მივიღე ისევ მუქარა, რომ თუ მე, მაგალითად, ვისაუბრებდი ჟურნალისტებთან საჯაროდ და ღიად სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, შემექმნებოდა პრობლემა, გადამივლიდნენ და უკან არ დაიხევდნენ არაფერზე. მიუხედავად ამისა, მე არ ვაპირებ გაჩერებას, - ამბობსპარლამენტში პლენარული სხდომის პარალელურად, სადაც "ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს, მოქმედი მოსამართლეები სოციალურ ქსელში ერთი-მეორეს მიყოლებით კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ.
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა
პოლიტიკა • 1739215853
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები
პოლიტიკა • 1739215484
რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...
პოლიტიკა • 1739214828
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...
პოლიტიკა • 1739214754
ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...
პოლიტიკა • 1739204073
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....
პოლიტიკა • 1739202888
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი