დამღლელია ის საქმიანობა, რომელშიც ვართ ჩართული, ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ სტრესს - კობახიძე მდინარაძის წასვლაზე
პოლიტიკა • 1787847640
მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და მისი წასვლა დამღლელ საქმიანობასა და ფსიქოლოგიურ სტრესს დაუკავშირა.
„მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მისი სამსახურისთვის საკუთარი ქვეყნის წინაშე, მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე. ის ათი წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში, აისახა ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე. შესაბამისად, მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა.
ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრა გუშინ, ასევე დღეს, მათ შორის გვქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა, მას მყარი პოზიცია ჰქონდა ჩამოყალიბებული.
გეგმები იცვლება ხოლმე, არამარტო მას, ჩვენ ყველას გვქონდა ჩამოყალიბებული გეგმა, თუმცა საბოლოო ჯამში მან მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება. მისი დამოკიდებულება და პოზიცია იყო ის, რომ დამღლელია ის საქმიანობა, რომელშიც ჩვენ ყველა ვართ ჩართული. არ ვგულისხმობ ფიზიკურ დაღლას, ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც არის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდეთ.
კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მამუკა მდინარაძეს, იმისთვის, რაც მას აქვს გაკეთებული და ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული როგორც ქვეყნისთვის, ისე გუნდისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










