„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 1779211308

კახა კალაძე

„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, სიტყვიერზე აღარ ვსაუბრობ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კოპენჰაგენში აქციის მონაწილეთა დარბევასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დანიაში ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, დღემდე არავის დაუგმია აღნიშნული ფაქტი. „გვახსოვს მათი განცხადებები და პირდაპირი უხეში ჩარევები საქართველოსთან მიმართებით. ყველა განცხადება დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ცილისწამებაზე. ახლა კოპენჰაგენის მაგალითზე ვხედავთ, თუ როგორ წარიმართა პროცესები, მაგრამ დღემდე ვინმეს თუ მოუსმენია მათი განცხადება, ან დაეგმოთ ის კონკრეტული ქმედებები და ძალის გადამეტება? ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ზუსტად ამ ტიპის ფაქტები პირდაპირ აჩენს მოსაზრებას, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტი, რაც ძალიან ცუდი და კატეგორიულად მიუღებელია.  გავიხსენოთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რა გამოხმაურება ჰქონდა და რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ მოვლენებზე მაშინ, როდესაც პირდაპირ ვხედავდით, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, არამედ მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ესროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს. ეს ყველაფერი წახალისებული იყო იმ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რომელთაც, რა თქმა უნდა, გარკვეული ინტერესი აქვთ  საქართველოსთან მიმართებით. ვიცით, რა არის ამ ინტერესის მთავარი საგანი და რაში სჭირდებათ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058