,, დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან” – ირაკლი კობახიძის განცხადება ახალ რუსულ კანონზე

პოლიტიკა 1712157439

კობახიძექ


პრემიერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

,,პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვასაჯაროებთ. გარდა ამისა, ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. სრულად გამჭვირვალეა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ და გასაკვირი არაა, რომ საქართველომ „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის საუკეთესო გზა მანკიერებისა და შეცდომების თავიდან ასარიდებლად. ჩემთვის სწორედ გამჭვირვალობა ნიშნავს ევროპულობას, გაუმჭვირვალობა კი – არაევროპულობას. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს. ასეთ დროს, აშკარაა, რომ რაღაცას აფუჭებ და ეს რაღაც გაქვს დასამალი.დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული.ზემოაღნიშნული ქმედებების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ ყველაზე მცირე ნდობით სახელმწიფო და სოციალურ ინსტიტუტებს შორის საქართველოში. მხედველობაშია მისაღები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ზემოაღნიშნული ქმედებები მათი დონორების რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება. მჯერა, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ მანკიერების დაძლევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.არაევროპული ძალები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღებას ლობირებდნენ, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ორუელისეული აბსურდი, რომ ომი არის მშვიდობა, შენება არის ნგრევა, წინსვლა არის უკუსვლა, ხოლო გაუმჭვირვალობა არის ევროპა. როდესაც ქართულ საზოგადოებას ცხოველების ფერმად განიხილავ და მისთვის ამ მასშტაბის სიცრუის მიყიდვას ცდილობ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ იმ მწირ ნდობასაც კარგავ, რაც მანამდე გქონდა.კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ მეტრეველი აროშიძე
„ეს ტიტე აროშიძე ბათუმში ჩემი უბნელი იყო... რას წამროვიდგენდი ასეთი ნაძირალა თუ გახდებოდა“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ეს ტიტე აროშიძე ბათუმში ჩემი უბნელი იყო.90-იან წლებში ის და მისი ძმა პურის რიგში გავიცანი.უფრო უკეთ მის ძმას ვიცნბდი, მაგრამ ესეც კარგი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა,რას წამრ...

სოცმედია 1737474192

დოლარი ევრო
ლარი კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8515 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8452 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737473888

სინდისის პატიმრის წერილი
„ბასებს აუწიეთ, რომ სამყაროებს გასცდეს ჩვენი გულწრფელი თავისუფლების ძახილი“ - სინდისის პატიმრის წერილი ციხიდან

ბასებს აუწიეთ, რომ სამყაროებს გასცდეს ჩვენი გულწრფელი თავისუფლების ძახილი - ეს წერილი “ტვ პირველმა“ გლდანის ციხიდან, სინდისის პატიმარისგან მიიღო, რომელსაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროვება არ სურს. “არავ...

პოლიტიკა 1737473797

უგულავა
„მალე დადგება დრო, როცა ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ცოდვები დაამძიმებს” - გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: ,,1. სს ,,ტერა” და ბიძინა ივანიშვილი2. სს ,,ლუსოლი” და ეკა ხვედელიძე3. სს ,,ატუ ჰოლდინგი” და უტა ივანიშვილი როგორც ჩანს, აქ იქნება თავმოყრილი ივანიშვილის სრული ქონებ...

სოცმედია 1737472798

სოკარის თანამშრომლები
ბათუმში „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა – „სამარცხვინო ხელფასები გვაქვს“

 ბათუმში კომპანია „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გაფიცული არიან სპეციალისტები, ოსტატები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. მათი განცხადებით, უკვე წლებია...

საზოგადოება 1737472694

გუგავა
„ისე მოსთქვამენ ბობოლა ქოცები, შეშურდებოდათ სამეგრელოში დაქირავებულ მოტირლებს ეს პერფომანსი” – გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის გენმდივანი, გიორგი გუგავა: ,,დაუსანქცირებია შვეიცარიულ ბანკებს ივანიშვილის ანგარიშები და ისე მოსთქვამენ ბობოლა ქოცები ამ ამბავს შეშურდებოდათ სამეგრელოში დაქირავებულ მოტირლებს ეს პ...

სოცმედია 1737472577