„დასავლეთი კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ენდოს“ - ანა ფოტიგა 2008 წლის აგვისტოს ომზე

პოლიტიკა 1659782731    172

ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რუსეთ-საქართველოს შორის ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ფოტიგა წერს, 2008 წლის აგვისტოს ომმა კარგად აჩვენა, რომ დასავლეთი კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ენდოს.

მისივე თქმით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ამ ომს გავლენა აქვს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ევროპის

"14 წლის წინ, რუსეთის ფედერაცია საქართველოში შეიჭრა, რამაც გამოიწვია 21-ე საუკუნეში ევროპაში პირველი ომი. მხოლოდ აშშ-ის მტკიცე ერთგულებამ და პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, ცენტრალური ევროპის ლიდერების ერთიანობამ და გამბედაობამ გადაარჩინა საქართველოს იმდროინდელი დამოუკიდებლობა და შეაჩერა რუსული ჯარები.

დღეს ცხადია, რომ 2008 წლის მოვლენებს საქართველოში, გავლენა აქვს არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე: საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ჯერ კიდევ რუსეთს აქვს ოკუპირებული.

ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არასოდეს აღსრულებულა აგრესორი რუსეთის მიერ. ნებისყოფის, მონდომების, სტრატეგიული აზროვნების არარსებობა, აიძულოს კრემლი უპირობოდ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჯარი გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან, არის ის ფაქტორები, რამაც საშუალება მისცა კრემლს განმეორებით დაერღვია საერთაშორისო სამართალი და გაეგრძელებინა მისი აგრესია, როგორც ამას დღეს უკრაინაში აკეთებს.

ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები აგრძელებენ მუშაობას, რომ საქართველომ შეძლოს, სრულად ჩამოშორდეს საბჭოთა წარსულს და შეუერთდეს ევროკავშირს, რომელსაც მისი კულტურა, ისტორია და ტრადიცია ეკუთვნის", - წერს ანა ფოტიგა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კარავი
"ეს კანონპროექტი სახიფათოა, იწვევს პროტესტის მშვიდობიანი ფორმების შეზღუდვას და არღვევს კონსტიტუციას" - საია "კარვების კანონზე"

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ  მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...

პოლიტიკა 1696266481

ლარი
ლარი გაუფასურდა - ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 3 ოქტომბერს

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....

ბიზნესი & ეკონომიკა 1696264944

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 3 ოქტომბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირ...

საზოგადოება 1696264651

წვიმა ბათუმი
ძლიერი წვიმა ბათუმში - დატბორილია ქუჩები

 ძლიერი წვიმა ბათუმში - უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. როგორც რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" წერს, დატბორილია, მემედ აბაშიძის ქუჩა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

საზოგადოება 1696262986

სამუშია
ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდა და უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ისტორიაზე, სასწავლო პროცესზე, სტუდენტურ სერვისებსა და შ...

განათლება 1696257903

მეგი გოცირიძე
„თქვენ ვინ უნდა შეაშინოთ, თქვენი შეშინებულის დედა ვატირე“ - მეგი გოცირიძე 

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სიცქსელში წერს: „ახალი მოთრეულები იყვნენ , ჩვენებს ოფისებსა თუ სახლებში რომ უვარდებოდნენ და თოქშოუებში ერთი-ორი ადამიანის გარდა ვერავინ ბედავდა ჯოგის პირისპირ დაჯდომას ,...

სოცმედია 1696256057