„დასავლეთმა „ოცნების“ წინააღმდეგ სანქციები დაუყოვნებლივ უნდა გაამკაცროს“ - კრამერი
პოლიტიკა • 1751967793
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი აშშ-ს და ევროკავშირს მოუწოდებს, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ზომები რაც შეიძლება სწრაფად გაამკაცრონ.
კრამერის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა ლეგიტიმაცია და ნელ-ნელა არალეგიტიმურ ძალად ყალიბდება, რის გამოც, დასავლეთმა მკაფიოდ უნდა აჩვენოს, რომ დემოკრატიული ღირებულებების დარღვევას კონკრეტული ფასი აქვს.
მისი აზრით, სანქციები უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, არამედ ირაკლი კობახიძესა და იმ მოსამართლეებზე, რომლებიც იღებენ არაკონსტიტუციურ და არამართლზომიერ გადაწყვეტილებებს. კრამერის თქმით, ვიდრე ქვეყანას "ქართული ოცნება" მართავს, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება თითქმის შეუძლებელი იქნება. ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, ომ გამოსავალი მხოლოდ ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებშია, რომელიცსანდო საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში უნდა ჩატარდეს.
ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებიდან გამომდინარე, ძალიან რთული იქნება საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება, მინიმუმ, ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის აღდგენა. ვფიქრობ, ამერიკის მოსახლეობა, ამერიკის აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლება, მკაფიოდ უჭერს მხარს ქართველ ხალხს და ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლება მოსახლეობაში არ აგვერიოს. ზუსტად ამ ხერხს ვიყენებთ ჩვენ სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში, რომ მხარი დავუჭიროთ მოსახლეობას მაგრამ არა ხელისუფლებას. ეს ხდება საქართველოშიც დღეს. ვფიქრობ, "ქართულმა ოცნებამ" გაფლანგა მისი ლეგიტიმაცია და ამიტომ იგი ნელ-ნელა უფრო და უფრო ყალიბდება არალეგიტიმურ ხელისუფლებად. სანამ ესეთი ვითარებაა ქვეყანაში, მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება ძალიან რთული. ჩემი აზრით, დღეს ამერიკის ხელისუფლებისგან, რომელმაც უკვე დაუწესა სანქციები ივანიშვილს და ასევე ევროპელი პარტნიორებისგან საჭიროა მეტი სანქციები იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია სიტუაციის გაუარესებაში. მათ შორის, საჭიროა სანქციები კობახიძესა და არაკანონიერი გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეებზე. "ქართულ ოცნებას" უნდა აჩვენო, რომ ესეთი საქციელი არ იქნება მიღებული და მათ დიდ ზარალს მოუტანს. ევროპელებმა ამ მხრივ უფრო სწრაფად უნდა იმუშავონ და ამერიკამ კიდევ უნდა გაამკაცროს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები და ეს უნდა ქნან რაც შეიძლება სწრაფად. ასევე, რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, ჩემი აზრით, არის ახალი არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და იმის უზრუნველყოფით, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ვფიქრობ, არსებული ხელისუფლების პირობებში ამ არჩევნების ჩატარება არაფერს შეცვლის. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ახალი არჩევნები იქნება საჭირო, მაგრამ ჯერ საქართველოში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც კენჭისყრის პროცესის მიმართ ეჭვი არ იქნება და ნდობა გაჩნდება, რომ არჩევნების შედეგები ასახავს საზოგადოების არჩევანს, - განაცხადა კრამერმა.
"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...
საზოგადოება • 1776401796
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...
პოლიტიკა • 1776399699
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...
პოლიტიკა • 1776398675
„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...
პოლიტიკა • 1776398624
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა. ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...
პოლიტიკა • 1776398354
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლე არ არის ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერ...
პოლიტიკა • 1776398301












