„დასტურდება პოლიტიკური მოტივი“ - ომბუდსმენის დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეზე

პოლიტიკა 1670416701    285

ლომჯარია გვარამია

სახალხო დამცველის შეფასებით ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება - ომბუდსმენმა სააპელაციო განაჩენის შესწავლა დაასრულა და დასკვნას ასაჯაროებს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი - ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით.

 

ომბუდსმენის აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებები, არამედ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ნიკა გვარამიას მისამართით და ქვეყანაში არსებული მედია გარემოს ანალიზი.

"საქართველოს სახალხო დამცველმა დაასრულა ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენის შესწავლა და მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით). აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების და საქმის მასალების შესწავლა, არამედ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ნიკა გვარამიას მისამართით (პატიმრობამდე და პატიმრობის შემდგომ), ასევე ქვეყანაში არსებული მედია გარემოს ანალიზი.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული, წარმოადგენს კორპორატიული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივი გადაწონის მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.

 

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლის  ორ (ე.წ. რეკლამის და მანქანის) ეპიზოდში, სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

 

ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით  ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას ბრალდების მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. რაც შეეხება, ე.წ. მანქანის ეპიზოდს, სახალხო დამცველმა 2022 წლის 8 ივნისს გამოაქვეყნა საქმის შემოწმების შედეგები და მიუთითა, რომ ამ ნაწილშიც არ დასტურდებოდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და ასევე საკვანძო ფაქტობრივი გარემოებები სათანადო დასაბუთებული შეფასების გარეშე რჩებოდა.  გარდა ამისა, დაუსაბუთებლად შევაფასეთ ასევე, პირველი ინსტანციის განაჩენით შეფარდებული სასჯელი. მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზებით განხორციელების გამო, სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების მიზნით მიმართა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი არაჯეროვანი დასაბუთებით დამძიმდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა შეიცვალა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით. დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი პირველი ინსტანციის განაჩენის მსგავსად არ შეიცავდა დასაბუთებებს ძირითად და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო ყველა ჩვენი შენიშვნა და შეფასება კვლავ აქტუალურია.

 

გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარე აპელირებდა კონვენციის მე-18 მუხლზე, საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეში ეს საკითხიც შეისწავლა. პოლიტიკოსების განცხადებების, ქვეყანაში არსებული მედია გარემოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებების გათვალისწინებითა და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მართლმსაჯულება არსებითი ხარვეზებით განხორციელდა, ხოლო  თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ იქნა გამოყენებული, ნათლად ადასტურებს, რომ საქმეში არსებულ კანონიერ მიზანს პოლიტიკური მიზანი გადაწონის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება და აქვს დასაბუთებულობის პრობლემა. სახალხო დამცველის აღნიშნული შეფასება ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს.

 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ და მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების მექანიზმი ნიკა გვარამიასთან მიმართებით.

 

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მეორედ ხდება ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ქმედების შეფასება. პირველი ესეთი შემთხვევა იყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე. " ნათქვამია ომბუდსმენის დასკვნაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დათო ტურაშვილი
ვიდეო: „ძალიან დიდი სტრესი მივიღე“ - დათო ტურაშვილი

მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემა „მე-17 სართული“ საზოგადოებაში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. დათო ტურაშვილის თქმით, ბევრი მიდის თბილისიდან, რადგან დედაქალაქში ძალიან დიდ სტრესს იღებენ. „გადაცემაში რომ...

საზოგადოება 1675009825

კობახიძე
რა ჯილდო და რისთვის გადასცეს ირაკლი კობახიძეს

"საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბილბაოში ისაუბრა, სადაც ქართულ...

პოლიტიკა 1675009264

ხოფერია
„პოლიტიკური მასხარა, კარიკატურა, იდიოტი, ფსიქოპატი“ - ვის ეძახის დებილებს ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოცქსელში წერს: „იდიოტოკრატია…..1.შვედეთში, იდიოტებმა, წმინდა წიგნი- ყურანი მისცეს ცეცხლს!2. თურქეთში შვედეთის დროშა დაწვეს!3. დანიაში, დებილებმა, ისევ დაწვეს ყურან...

სოცმედია 1675009092

მელია
არჩევნები ენმ-ში - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

“თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. არჩევნების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მან საგანგებო მიმა...

პოლიტიკა 1675008860

კადიროვი
„ფაშისტები არიან“ - კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებზე

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებს "უკრაინული ფაშიზმის ნაწილს" უწოდებს: "მე არ ვთვლი ასეთ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად, ისინი ფაშისტები არიან. ყველას მოვუწოდებ, პატივისცემ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1675005551

ვოლსკი
„არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია“ - გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

"მკურნალობის კურსს არ იცავენ... გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი საუბრობს.   „არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი,...

პოლიტიკა 1675005476