დავით უსუფაშვილის, ნინო ბურჯანაძის, დავით ბაქრაძის, კაკო ასათიანის, მიხელ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის წერილი ევროკავშირს

პოლიტიკა 1655882872    3873

პოლიტიკა

ყოფილი პრეზიდენტების და პარლამენტის თავმჯდომარეების წერილი ევროკავშირის 27 ლიდერს - დოკუემნტი საელჩოში ცოტა ხნის წინ  მეოთხე პრეზიდენტმა პირადად მიიტანა და კარლ ჰარლცეს ჩააბარა.

დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე, კაკო ასათიანიი, მიხელ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი -  ეს ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც აღნიშნული წერილით ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებს სთხოვენ.

დოკუმენტს "ქართული ოცნება" არ უერთდება.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ დოკუემნტი ისტორიულია და მნიშვნელოვანი იყო, რომ მასზე ხელი მმართველი პარტიის წარმომადგენლებსაც მოეწერათ და ერთიანობის დემონსტრირება მოეხდინათ. ამასტან, მეოთხე პრეზიდენტის თქმით, "ქართულ ცონებას" ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ  24 ივნისამდე პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს და ევროკავშირის წინაშე ახალი პაკეტით წარდგეს.

„პირველად შედგა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ პოზიციას ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი პოზიციების დაფიქსირება, დაფიქსირება იმ წერტილების, სადაც ჩვენ ჩვენი განსხვავების მიუხედავად, ერთნაირები ვართ. მე დავინახე სამი შესაძლებლობა ამ მიმართულებით. პირველი, ეს იყო საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვა და ეს გამოხატული იქნა გუშინწინ ზეაღმატებული ფორმით და მეორე იყო ამ წერილზე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კლასის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ერთიანობის გამოხატვა და ეს გამოიხატა 2016 წლამდე ჩათვლით და მესამე, ჩემი აზრით, არის პოლიტპატიმრების გამოშვება. მარტივად რომ ვთქვა, სააკაშვილის გაშვება სამკურნალოდ და გვარამიას გამოშვება. ეს პუნქტში ჯერ კიდევ შესაძლებელია რომ შესრულდეს. აი, ამ პაკეტით თუ 24-მდე ჩვენ წარვდგებით, აი, ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში კიდევ არის შანსი გამოსწორების,“ - ამბობს მარგველაშვილი. ევროკავშირში გასაგზავნი წერილი მეოთხე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილსაც გადაუგზავნა, თუმცა პრეზიდენტის წარმომადგენელმა მას უასპუხა, რომ მსგავსი შინაარსის წერილი ზურაბიშვილმა ევროკავშირს უკვე გაუგზავნა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკი სასტუმრო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით სურამში 3 კოტეჯისგან შემდგარი კომპლექსი  შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა საქართ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657093124

კალაძე
წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხა...

საზოგადოება 1657093046

კალაძე
„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დღეს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „იცი...

საზოგადოება 1657092982

პარკი დიღომში
დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა - დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის...

საზოგადოება 1657092849

დაკავებული ქართველები
ეს ქართველები საბერძნეთში დააკავეს - დიდი სპეცოპერაცია ათენში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით.  ბერძნული მედია კი დაკავებულ...

კრიმინალი 1657092407

ალტ ინფო
„ალტ ინფოს“ თავდასხმა „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტზე - საგამოძიები სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ტვ მონიტორინგის...

სამართალი 1657091875