„დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები“ - პაპუაშვილი

პოლიტიკა 1771156925

პაპუაშვილი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები.მთავარი უპასუხისმგებლობა, რაც გარადიკალებულმა ოპოზიციამ ჩაიდინა, იყო საკუთარი ამომრჩევლის ღალატი, რომელსაც პოლიტიკის ნაცვლად ქუჩის ქაოსი შესთავაზეს, ინსტიტუციური ბერკეტების ნაცვლად - ბარიკადები. შედეგი კი მწარედ იწვნიეს. მათივე ამომრჩეველმა ამ ავანტიურას ზურგი აქცია.შემდეგი უპასუხისმგებლობა იყო საგამზირედ გაწირული ახალგაზრდები, რომლებიც შეგნებულად, ცივი გათვლით, უკანა რიგებიდან მენტორობით წინა ხაზზე სარევოლუციოდ მიუშვეს და კანონს, სახელმწიფოს და კონსტიტუციას შეაჯახეს.ჰიბრიდული ომის კლასიკური ხერხია: გამოგივა გადატრიალება - იღებ ძალაუფლებას, არ გამოგივა - იღებ "მსხვერპლებს", რომლითაც შემდგომ სპეკულირებ, პროკლამაციებს ბეჭდავ და აფრიალებ.ზუსტად ეს სურათი ვნახეთ გუშინდელ დებატში. მენტორ-ორგანიზატორების მიერ უკანონობაზე მიშვებული და გაწირული ადამიანების პლაკატები, რომლითაც ისევ ამ იდეოლოგიის სულის ჩამდგმელები სპეკულირებენ. ისინი ამბობენ, რომ ეს ხალხი ციხეშია, მაგრამ არაფერს ამბობენ, რატომ და როგორ მოხვდნენ იქ.და ამას აკეთებს სწორედ ის ტრენერ-მენტორი, რომელიც თავად რაზმავდა და დღესაც რაზმავს ახალგაზრდებს ძალადობისთვის, რადგანაც მის პოლიტიკურ დღის წესრიგს სწორედ ეს სჭირდება - რადიკალიზმი და დაპირისპირება, რათა მორიგი "მსხვერპლი" მოიძიოს და თბილ სავარძელში მოკალათებულმა სამყაროს "შიშველი სიმართლე აუწყოს".ეს არ არის შეცდომა და არც გადაცდომა. ეს არის გაცნობიერებული სტრატეგია, სადაც ახალგაზრდები არიან სახარჯი მასალა, კანონდარღვევა - პოლიტიკური ინსტრუმენტი, ხოლო ქაოსი - ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთი გზა.ასე მივიღეთ, ასი წლის თავზე, ისევ ევროპული შეფუთვით რეინკარნირებული ბოლშევიკები და ლოზუნგებით სავსე "ლენინის მოედანი". | წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი გუშინ პროპაგანდისტული იმედის ეთერში დებატების დროს განათლების ექსპერტმა, სიმონ ჯანაშიამ კობახიძესა და მიქანაძეს პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული სტუდენტების, მასწავლებლებისა და პროფესორების ფოტოები აჩვენა და გადასცა. ჯანაშიამ პირდაპირ ეთერში ჩამოთვალა განათლების სფეროსთან კავშირში მყოფი იმ მასწავლებლებისა და პროფესორების სახელებიც, რომლებიც "ოცნება" პროევროპულ აქციებზე დააკავა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიქანაძე
"ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს" - გივი მიქანაძე

მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი...

განათლება 1789282609

ზოდიაქო
13 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

13 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა ემოციური სიმწიფის, შინაგანი სიცხადისა და მიზანმიმართული მოქმედებების ჰარმონიული სინთეზით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, გონება გავათავისუფლოთ ზედმეტი შფოთვისგან და ყურა...

ეს საინტერესოა 1789243500

ბურჭულაძე ღარიბაშვილი
რა ილაპარაკა პროკურატურასთან გარიგების სანაცვლოდ ბურჭულაძემ ღარიბაშვილზე - „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი სასამართლო პროცესიდან (ვიდეო)

„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა...

პოლიტიკა 1789239110

ნინო ნადირაძე
"რა ფსკერი უნდა იყო ადამიანი ექიმთან შეხვიდე, თავი შეაცოდო, დრამა დაუდგა და მერე დააჭერინო... არ არის ეს ქართული, არ მოსულა..." - ნინო ნადირაძე

ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით ნევროლოგ მაია კოხტაშვილის დაკავებას ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მომხდარს და იმ პირის ქმედ...

საზოგადოება 1789228734

ხარაბაძე მაღლაკელიძე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს - IPN

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხად...

პოლიტიკა 1789226476

გვარამია კოხტაშვილი
„ოცნების“ დეპუტატი იყო საკრებულოში, სიაში 2021-შიც ჩასვეს და თავი ამოაღებინა... აითვალწუნეს — ნიკა გვარამია დაკავებული ექიმის პოლიტიკურ წარსულზე

ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით დაკავებული ნევროლოგის, მაია კოხტაშვილის საქმეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება. მისი განცხადებით, ექიმის დაკავების რეალური...

საზოგადოება 1789219230