დღეიდან „რუსული კანონი“ ძალაში შევიდა

პოლიტიკა 1722484536

რუსული კანონი

2024 წლის 1-ელი აგვისტოდან ძალაშია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს.

რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ ინფორმაციის ასახვა.

ასევე, განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი შეიქმნა.

დეპარტამენტის ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. კანონით, ასევე, გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკიი
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული“ - ზელენსკი

"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765829803

დოროთე ყურაშვილ
ვიდეო: „დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი“ — არქიმანდრიტი დოროთე

„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...

პოლიტიკა 1765829693

ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს

ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...

პოლიტიკა 1765829449

არქიმანდრიტ დოროთე
არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.   განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...

პოლიტიკა 1765814591

აქტივისტი ქალი
„ვითხოვდი წყალს, ვუთხარი, რომ შესაძლებელი იყო, ხელში ჩავკვდომოდი “- აქტივისტი ქალი "გამტაცებელს" ასახელებს

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება.   ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...

პოლიტიკა 1765810555

ზარქუა
"კარგად დაიწყო, მაგრამ..." - ზარქუა ტრამპით უკმაყოფილოა

"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება.   "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...

პოლიტიკა 1765809136