"დღეს აქ, ამ ადგილზე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასთან ერთად იწერება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორია" - ბოტკოველი

პოლიტიკა 1634229339

ბოტკოველი

თელავის მერობის კანდიდატი და "ნაციონალური მოძრაობის წევრი", გიორგი ბოტკოველი თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. 

მისი თქმით, დღეს აქ, ამ ადგილზე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასთან ერთად იწერება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორია:

"დღეს ჩემი შვილები აქ არიან იმიტომ, რომ უნდათ საკუთარი თვალით დაინახონ ადგილი, სადაც დაიწერება ქვეყნის თანამედროვე ისტორია. დღეს აქ, ამ ადგილზე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასთან ერთად იწერება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორია. მინდა მივმართო ჩვენს მეგობარს, მიხეილ სააკაშვილს, თითოეული ჩვენთაგანი, ვინც დღეს ბრძოლის წინა ხაზზე ვართ, და მე მინდა მოგცეთ პირობა თქვენ, აქ მყოფ ადამიანებს, თავს არ დავზოგავთ ბრძოლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ქმედება მიმართული იყოს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის.

ასევე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, იმ გასაცოდავებულ ადამიანებს, ვინც დღეს გზებზე ცოცხებით დააყენეს და სახეზე იფარებდნენ ამ ცოცხებს, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენი თავისუფლებისთვისაც. თქვენ დღეს ხართ მორჩილები, მოტყუებულები, დამონებულები ივანიშვილის და მისი ბანდის მიერ, მაგრამ თქვენ ხართ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც უნდა იდგეთ ქართველი ხალხის გვერდით",-თქვა გიორგი ბოტკოველმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი
"არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე" - ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერი ღარიბაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ოპოზიციას ლანძღავ. ამჯერად მან ანზორ და ნიკა მელიებზე ისაუბრა: "მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმი...

პოლიტიკა 1634996851

 ანდრეი სადოვოი
არ გვაქვს უფლება მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება - ლვოვის მერი მიხეილ სააკაშვილზე

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუ...

პოლიტიკა 1634995798

ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკა 1634994852

კვარაცხელია-ჟვანია
რა კავშირი აქვს ექსპრემიერის შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - რატომ დაურეკეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ბუსა ჟვანიას

რა კავშირი აქვს ყოფილი პრემიერის შვილს, ბუსა ჟვანიას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - როგორც ირკვევა, ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა...

სამართალი 1634994596

ღარიბაშვილი
9 წელიწადში ჩავატარეთ 8 არჩევნები, ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით - ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 9 წელიწადში 8 არჩევნები ჩაატარეს და ხალხი დაიღალა. ასევე, ღარიბაშვილი დარწმუნებულია , რომ მეორე ტურებში გაიმარჯვებს "ოცნება". "ნახეთ თქვენ ყველამ წლევანდელი არჩევნები,...

პოლიტიკა 1634993545

მეწყერი
ლისის ფერდი კვლავ დაიძრა (ვიდეო)

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ლისის ფერდი კვლავ დაიძრა, ამის მიზეზად ის მშენებლობებს ასახელებს. "მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ...

საზოგადოება 1634993344