პოლიტიკა • 1736595928
საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა. ის ზუგდიდის ცენტრში შეკრებილ საპროტესტო აქციას შეუერთდა, რომელიც უკვე 45-ე დღეა ყოველდღიურად იმართება. აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა. მისი მთავარი გზავნილები იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესები და საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
"ზუგდიდი არის ის ადგილი საქართველოში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან. თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება სწორედ აქედან. მინდა გავიხსენო ტრაგედია, რომელიც მოხდა საბერიოში და მინდა კიდევ ერთხელ გავუზიარო ჩემი მწუხარება აფხაზეთის მოსახლეობას. იქ ამ დღეებში შედგა ის, რაც დიდი ხანია არ შემდგარა - ქართველების და აფხაზების ერთობა. ეს არის ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა არა ტრაგედია, არამედ ერთობა. ესაა ის რასაც რუსეთი ებრძოდა სულ მუდამ და რაშიც დამარცხდება რუსეთი. იმიტომ რომ ჩვენი ერთობა მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდება. "დაყავი და იბატონე" იყო რუსეთის ისტორიული მიზანი და ეს შეეხო სამეგრელოსაც. დღემდე ვერ ეგუებიან იმას, რომ მეგრული ენა, სვანური ენა უნდა იყოს დაცული, რომ ეს არის ჩვენი საგანძური და აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენი მრავალფეროვნება არის ჩვენი სიძლიერე.
რუსეთმა ვერ შეძლო მაგრამ დღეს რუსული რეჟიმის ხელით ცდილობს, რომ შემოიტანოს დაპირისპირება. დღეს საქართველოში არ არსებობს 2 მხარე, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. არსებობენ ცალკეული ადამიანები, რომლებიც რაღაცების გამო იცავენ ამ რეჟიმს და ამ რეჟიმის გამო მიდიან უსასტიკეს ზომებზე. გუშინ იყო სასამართლო უდანაშაულო ახალგაზრდების. ესენი გათავისუფლდებიან, როგორც გათავისუფლება ქვეყანა. გუშინ ერთმა ქალმა სისაზიზღრე დაწერა ანდრო ჭიჭინაძის დედაზე, რომ რაც არ უნდა ეცადოთ ვერ იქნებით ირინა ენუქიძეო. ეს არის ის ბოროტება, რაც მოჰყვება რუსეთის პროპაგანდას.
ეს რეჟიმი დასრულდება რადგან საქართველოს ქალაქებში დგანან საზოგადოების ის ნაწილი, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ უფრო უყვართ ქვეყანა და სამშობლო, ვიდრე ნებისმიერი პარტია. ეს არის სიმართლე რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა. "როდესაც სა...
პოლიტიკა • 1737125995
გენერალმა სირკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდო "ოქროს ჯვრით" უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვა. ფარცვანიამ 2024 წელს აგვისტოს ომის დღეებში რუსეთში საქართველოს დროშა გაშალა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1737124074
ბიძინა ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ფაქტობრივად ერთი-ერთში იმეოებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებას. ოლიგარქის პრემიერი ირ...
პოლიტიკა • 1737123966
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდი ბრიტანეთს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე X-ზე წერს. "მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს...
პოლიტიკა • 1737123229
"რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას. "დღეს, ჩ...
პოლიტიკა • 1737123133
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება. ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, თბილისში კი ორთაჭალაში მდებარე...
პოლიტიკა • 1737117357
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი