„დიახ, მძიმედ ვაკრიტიკებ აშშ-ის წინა ელჩს და ასევე აღვნიშნავ ძალიან გულწრფელად, რომ მოქმედ ელჩთან დაკავშირებით ჩვენ მსგავსი კითხვები ნამდვილად არ გვაქვს“ - მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1712051479

მდინარაძე

ჩვენ აქ ძალიან კატეგორიულები ვართ. მუქარას არ ვაპირებთ, ნამდვილად. ჩვენ შესაბამისი ტონი გვაქვს, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ აშშ-ის საელჩოსადმი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევას და სანქციების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა.

„ერთი მხრივ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ ველაპარაკებით ჩვენს მეგობრებს, მეორე მხრივ, ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ქართველი მოსამართლეების უსაფუძვლო სანქცირება წარმოშობს სხვა უსაფუძვლო ბრალდებებს. მათ შორის სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიას.

მაგალითად, 1 ყოფილი და 3 მოქმედი მოსამართლის გარდა, ასეთივე პრაქტიკული სანქციები შეეხო ლაშა ჩხიკვაძეს. თავად თქვა ამ ადამიანმა, ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნა იმ უსაფუძვლო ბრალდებების გამოო. წარმოიდგინეთ, მართალი ხარ ადამიანი, მოსამართლე ხარ, კეთილსინდისიერად ასრულებ შენს მოვალეობას და ისეთი ბულინგია შიგნით თუ გარეთ დაფინანსებული, „დაბუსტული“, რომ შენ კი არა, შენს შვილსაც შეეხო ფსიქოლოგიურად. ეს არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში და უნდა დავიცვათ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე, მათ შორის დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები. ამიტომ, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძის, ასევე სხვების მიმართ უნდა მოიხსნას სანქციები, ვინაიდან ეს ცალკე წარმოშობს ცრუ აგრესიას, მათ შორის მოქალაქეებში, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორის ტყვეები არიან“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნა აშშ-ის წინა ელჩის, კელი დეგნანის პირობებში ვერ შესრულდება.

„მგონია რომ ახალი ელჩის, ქალბატონი დანიგანის პირობებში ეს შესაძლებელია. ქალბატონი დეგნანის პირობებში ეს არ შესრულდებოდა, იმიტომ რომ ქალბატონ დეგნანს, როგორც ჩანს, სხვა მოტივაციები ჰქონდა - პირდაპირ ვამბობ, გადაჭარბების გარეშე, რაც ნამდვილად არ ჩანს ქალბატონი დანიგანის პირობებში. დიახ, მძიმედ ვაკრიტიკებ თქვენ წინაშე წინა ელჩს და ასევე აღვნიშნავ ძალიან გულწრფელად, რომ მოქმედ ელჩთან დაკავშირებით ჩვენ მსგავსი კითხვები ნამდვილად არ გვაქვს, იმიტომ რომ მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად განსხვავებული. ვინც გასაკრიტიკებელია, იმას გავაკრიტიკებთ, ვისი დამოკიდებულებაც მიგვაჩნია, რომ არის სწორი და შესაბამისი მეგობრობასთან და შესატყვისი პარტნიორობასთან, ამას შევნიშნავთ, დავუფასებთ. აქედან გამომდინარე, გვაქვს ჩვენი წარმოდგენები ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სოსო-პავლიაშვილი
„თუ დამიკავშირდებიან და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე სიმღერას დაწერას მთხოვენ, აუცილებლად დავწერ" - სოსო პავლიაშვილი

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ფონზე, რუსული მედია, სოსო პავლიაშვილის კომენტარს აქვეყნებს.   „ძალიან მოკრძალებული ადამიანი ვარ. თუ დამიკავშირდებიან და მეტყვიან, რომ ასეთი სიმღერა გვჭ...

საზოგადოება 1719281237

ცორნე კვარა მამარდა
„რახან ცოტნე ივანიშვილი ქოცების იმპერატორის უფლისწულია ამიტომ მოსულა? გაგვცეს პასუხი ფეხბურთის ფედერაციამ“ - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან განმარტებებს ითხოვს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ცოტნე ივანიშვილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ქართველი ოლიგარქის შვ...

პოლიტიკა 1719281117

ქოჩორა
"ვამაყობ შენით, გიორგი" - "ლევანტე" გიორგი ქოჩორაშვილს ქართულად მიმართვს

"ვამაყობ შენით, გიორგი" - ასე ეხმაურება ესპანური საფეხბურთო კლუბი "ლევანტე" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას. "ლევანტე" სოციალურ ქსე...

სპორტი 1719281029

კალაძე კ
„როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას“ - კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსე...

საზოგადოება 1719280811

ქეთათო
ვიდეო: „წლებია მაქვს გარკვეული ურთიერთობა, ხან ვშორდებით ერთმანეთს ხან ვრიგდებით“ – ქეთათო პირად ცხოვრებაზე

ქეთათო პოპიაშვილი გადაცემის „პირველი სტუდია“ სტუმარია, რომლის ეთერშიც პირადი ურთიერთობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, აქვს ურთიერთობა, რომელსაც არანაირ სტატუსს არ ანიჭებს, როგორც ირაკლი ჩარკვიანთან ა...

საზოგადოება 1719280674

საქართველო-ევროკავშირი
კონტაქტების შემცირება და თანხების გაყინვა - EU-ს რამდენი ქვეყნის თანხმობაა საჭირო შეზღუდვების დასაწესებლად

არის თუ არა საჭირო ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი დაფინანსების გაყინვასთან დაკავშირებით? - ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი "მწვანეთა პარტიიდან", თამ...

პოლიტიკა 1719280395