„დიახ, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ“ - ელენე ხოშტარია
პოლიტიკა • 1762435677
დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
მისი თქმით, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად მუშაობდა და იმუშავებს.
ხოშტარია პროკურატურის წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც რუსთავის ქალთა ციხეში, ბრეალის წარსადგენად მივლენ. პოლიტიკოსის თქმით, მათთან შეხვედრას არ აპირებს.
დიახ, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ.
დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები.
წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით.
პ.ს. ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა.
ბოლომდე!"- წერს რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში "დროს" ლიდერი.
გენარალური პროკურატურა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული 300-მდე პოლიტიკური თანამდებობის პირისა, საჯარო მოხელის თუ ბიზნესმენის სანქცირებას ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.
გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღეს ამ მიმართულებით სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გვარი დაასახელა: ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა...
კრიმინალი • 1788772356
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტიას“ ირქმევს. პარტიამ განცხადება დღეს, 7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. „გირჩი“ იმიტომ დავირქვი...
პოლიტიკა • 1788767700
მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალ...
კრიმინალი • 1788763800
7 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმა...
ეს საინტერესოა • 1788724860
აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი ოქროსფერი ქერა თმით, პარასკევს, 4 სექტემბერს, მორისტაუნის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში Air Force One-ის დაფრენისას თითქმის ყავისფერი, მუქი თმით გამოჩნდა. ის ბედმინ...
ეს საინტერესოა • 1788719097
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ იმ გენიალურ აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა. ექიმის განმარტებით, ავთ...
ჯანმრთელობა • 1788715982









