“დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“ - 1 წელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან

პოლიტიკა 1664579580

სააკაშვილის ერთი წელი

ერთი წლის, პირველ ოქტომბერს, დილას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საზოგადოებას ფეისბუქით ამცნო  - “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” .

მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა უკვე ბათუმიდან.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები მთელი დღის განმავლობაში დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ იყო და ვერ შემოვიდოდა, რადგან მას საზღვარზე დააკავებდნენ. მამუკა მდინარაძე იმასაც ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტი კურორტ ტრუსკავეცში იყო.

პირველი ოქტომბრის დილით გავრცელებულ განცხადებაში შსს ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს საზღვარი არ ჰქონდა გადმოკვეთილი.

მხოლოდ დღის ბოლოს,  შს მინისტრ გომელაურთან და სუს-ის უფროს ლილუაშვილთან ერთად, ბრიფინგზე გამოსულმა ღარიბაშვილმა ერს ჯერ ბიძინაობა მიულოცა, შემდეგ კი  დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყო.

მესამე პრეზიდენტი თბილისში დააკავეს.

მოგვიანებით, მის წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქმე აღძრა. ასევე, დააპატიმრეს ყველა, ვინც მას ქვეყანაში შემოსვლაში დაეხმარა. 20 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მან იმავე საღამოს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50 დღეს გაგრძელდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაახლოებით 2 კვირაში დაიწყო. თანმდევი დაავადებების ფონზე, მას ნელ-ნელა გაუჭირდა გადაადგილება.

მესამე პრეზიდენტის ექიმების, თანაპარტიელების, სხვა ოპოზიციონერებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მოთხოვნის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ ჩქარობდა. ხელისუფლების პირველი პირები ამტკიცებდნენ, რომ ის არ შიმშილობდა და "ფაფებით იკვებებოდა". იუსტიციის სამინისტრომ რუსთავის ციხის სამედიცინო ნაწილში გადაღებული ვიდეოკადრებიც კი გამოაქვეყნა საკუთარი განცხადებების მტკიცებად.

მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის 39-ე დღეს, 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად გადაიყვანეს. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები პენიტენციურმა თავადვე გაავრცელა. კადრებში ჩანს, ბადრაგებისა და ესკორტის თანამშრომლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა. მესამე პრეზიდენტი, მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას აპროტესტებდნენ.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გლდანში კიდევ უფრო დამძიმდა. შიმშილობას თან დაერთო მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა. სავარაუდოდ, ციხის ხელმძღვანელობის მხრიდან წახალისებული პატიმრები მუდმივად ე.წ. შუმოკის რეჟიმში იყვნენ.

მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა 18 ნოემბრის საღამოს. მესამე პრეზიდენტმა შიმშილობის 49-ე დღეს, ადვოკატების თანდასწრებით გონება დაკარგა.

ამის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაეყვანა. მიხეილ სააკაშვილი მისივე აშენებულ სამედიცინო დაწესებულებაში შიმშილობის 50-ე დღეს, 20 ნოემბრის გვიან ღამით გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა.

პარალელურად, სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდნენ ენმ-ს წევრები, სამოქალაქო აქტივისტები. პარლამენტის შენობაში 17 დღე იშიმშილა ელენე ხოშტარიამ. ისინი მიხეილ სააკაშვილის გლდანიდან გადაყვანას და მისთვის სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას მოითხოვდნენ.

30 დეკემბერს, სააკაშვილი ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების ინფორმაციით, არ უმჯობესდებოდა. მედიკოსები მუდმივად საუბრობდნენ და ახლაც საუბრობენ, რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ, მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში პირადი ექიმების გარდა ჩართულია ცენტრი "ემპათია". კონსილიუმი შექმნა სახალხო დამცველმაც, რომლის დასკვნაც 19 იანვარს გასაჯაროვდა.

მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს ისევ შიმშილობა დაიწყო. მან ამის შესახებ მისივე სასამართლო სხდომაზე გააკეთა განცხადება.

რიგით მეორე შიმშილობა 20 დღე გაგრძელდა. 10 მარტს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრების თხოვნით, მესამე პრეზიდენტმა პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად აქციები იმართებოდა როგორც რუსთავის, ისე გლდანის დაწესებულებებთან, ასევე გორის ჰოსპიტალთან.

მაისში, მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივა მედში გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.

მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა. ექსპერტიზაში უცხოელი სპეციალისტებიც არიან ჩართული. ადვოკატები მისთვის სასჯელის გადავადებასა და საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მისიით გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა და ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება.

პოლონეთი მზადყოფნას გამოთქვამს მის მისაღებად და სამკურნალოდ. პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი, მალგოჟატა გოშევსკა, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.

მესამე პრეზიდენტის მონახულების უფლება ორჯერ არ მისცეს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას. 

თითქმის სამი თვეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები სწავლობენ. სპეციალისტების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, რაც ნიშნავს, რომ პაციენტის მონახულება მომდევნო დღეებშიც იქნება საჭირო.

ექსპერტიზის პროცესში ჩაერთო ახალი სპეციალობის ექიმი. საუბარია გასტროენტეროლოგზე, ქართველი ექიმი, შესაბამისი ლიცენზიით. ამასთან, ორშაბათს ალტერნატიულ კომისიაში ელოდებიან ნევროლოგს აშშ-დან, რომელზეც ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაშვებული აქვს.

ცნობისთვის, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შემდეგ გაირკვევა გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ევროპის სპეციალიზებულ კლინიკაში სამკურნალოდ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220