"დიპ სტეიტის" საძულველი ორბანი ტრამპის იმედად დარჩა და ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით, სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს“ - შათირიშვილი
პოლიტიკა • 1775631502
"ახლოვდება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები და მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ ბუდაპეშტისკენ არის მიმართული. ეს არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი არაფორმალურ ოლიგარქიული ოჯახებს, იგივე "დიპ სტეიტსა" და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელსაც სწორედ ვიქტორ ორბანი და მისი პარტია წარმოადგენს. ბოლო დღეებში ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ აიხსნება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერა ორბანის მიმართ, როდესაც ეჭვი აღარავის ეპარება, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე მისი გუნდი თავიდან ბოლომდე ოლიგარქიული ოჯახების მომსახურე პერსონალი არიან. ბევრს ვერ აუხსნია, რაში უნდა აწყობდეს "დიპ სტეიტს" უნგრეთში ორბანის მორიგ ჯერზე გამარჯვება, რომელიც ევროპული ბიუროკრატიის თითქმის ერთადერთი შემაკავებელი ინსტრუმენტია სუვერენული, მათდამი ურჩი მთავრობების დანგრევის პროცესში.[...] ერთი მხრივ, "დიპ სტეიტმა" ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან შექმნა უნგრეთის პრემიერის მომხრე გუნდი, რომელიც ღიად, დაუფარავად უცხადებს ორბანს პოლიტიკურ მხარდაჭერას. მეორე მხრივ, "დიპ სტეიტმა" ტრამპის და მისი ადმინისტრაციისგან შექმნა პირწმინდად ანტიევროპული გუნდი, რომელიც ჯერ კრიტიკით უდგებოდა ევროკავშირს, ხოლო ბოლო პერიოდში ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა და ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს როგორც ევროპული ქვეყნების, ასევე ევროპელი პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომ ეს არათუ პოლიტიკის ჩარჩოებს სცილდება, არამედ რაღაც ვულგარული ჭორაობის ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ასე მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს "ცოლის მიერ ნაცემი ქალაჩუნა" უწოდა.საბოლოო ჯამში, შესაძლოა ცალკე აღებული მაკრონის, მერცის ან რომელიმე ლიდერის რეიტინგი მაღალი არ იყოს, მაგრამ მსგავსი თავდასხმები ტრამპის მხრიდან ევროპულ საზოგადოებას ნამდვილად აძლევს კონსოლიდაციის მუხტს.საბოლოოდ კი შემდეგი სურათი დაიხატა - "დიპ სტეიტის" საძულველი ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე "დიპ სტეიტის" ჯიბის ევროპულ ბიუროკრატიას ყველა საკვანძო გადაწყვეტილებაში ხელს უშლის, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ამავე დროს ეს ადმინისტრაცია პირწმინდად ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ისე დალაგდა ყველაფერი, რომ ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით - სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა მათთვის ნაცნობი მეთოდით, "სოციოლოგიური კვლევებით" ჩააბეტონეს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მტრის ხატის შექმნა, როდესაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა აბსოლუტური უმეტესობა აშშ-ს მეგობარ ქვეყანად აღარ მიიჩნევს.ვიქტორ ორბანისათვის არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან დაგებული ეს ხაფანგი, ასევე გეგმის მიხედვით იდეალურად გამოიყენა ორბანის მთავარმა კონკურენტმა, პეტერ მაგიარმა - რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ანტიევროპული განწყობების მქონე ტრამპის ადმინისტრაციის გულშემატკივრობა, მათ შორის ჯეი დი ვენსის სტუმრობა ბუდაპეშტში ორბანის მხარდასაჭერად არის ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და რომ ამ ყველაფერს უნგრელი ხალხი არჩევნებზე გასცემს პასუხს. რთულია, უნგრელ ოპოზიციონერს არ დაეთანხმო - სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოყვარული უნგრელი ხალხი თანაბრად ღიზიანდება როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ასევე გაფორმებული ანტიევროპელი ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ჩარევაზე ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში, რამაც შესაძლოა ვიქტორ ორბანისთვის სავალალო შედეგი მოიტანოს.რომ შევაჯამოთ - პატრიოტი და დამოუკიდებელი, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის მებრძოლი ვიქტორ ორბანი "დიპ სტეიტმა" საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო - პოლიტიკური პარტნიორის ძიების პროცესში მას ტრამპი დაუმეგობრა, მაგრამ ამავე დროს ამავე ტრამპისგან ევროპელების მაგინებელი და ევროპის მტერი შექმნა. საბოლოოდ, ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ს მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა. ასეთი მრავალშრიანი, გრძელ ვადაზე გათვლილი და მზაკვრული გეგმები ახასიათებთ ოლიგარქიულ ოჯახებს და სამწუხაროა, რომ ვიქტორ ორბანმა ეს ვერ გათვალა. ახლა მას კარტები აღარ უჭირავს ხელში - ახლა ყველაფერი უნგრელი ხალხის გონიერებაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, თუ ამ არჩევნებში საზოგადოება "დიპ სტეიტის" ხაფანგს არ წამოეგება - გამარჯვების შემდეგ თავად ორბანიც გადააფასებს ყველაფერს და შეცდომისგან სათანადო დასკვნებს გამოიტანს. მეორე მხრივ, თუ მას გადაირჩევენ - "დიპ სტეიტი" საბოლოოდ გაიფორმებს ევროკავშირის ბიუროკრატიას და შემდეგ ამ ძალის გამჩერებელი, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში, აღარავინ იკვეთება". - ნათქვამია ივანიშვილის პირადი ფილოსოფოსის ზაზა შათირიშვილის წერილში, რომელსაც პროპაგანდისტული POSTV აქვეყნებს
"რამდენიმე ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სატელევიზიო ეთერში რიტორიკულად იკითხა- ნეტავ რას ვერ ვაკეთებთ სწორადო? მე მოვუწოდებდი ჩვენს ე.წ. ოპოზიციას ერთმანეთის ლანძღვის ნაცვლად, იქნე...
პოლიტიკა • 1781006212
"ვიზალიბერალიზაცია, ისევე როგორც არც ერთი სხვა მექანიზმი, ფოჩიანი კანფეტი არ არის, რომ ვინმეს ან მისცე ან არა. ეს არის ურთიერთობებზე დაფუძნებული ღირებულება. ნუ აუჩემებია „ნაცმოძრაობას” და მის წარმომად...
პოლიტიკა • 1781005851
ლევან ხაბეიშვილი მისი წამების მთავრო ორგანიზატორად გდდ-ს ყოფილ შეფს, ზვიად ხარაზიშვილს და თბილისის პოლციიის უფროს, გოგა მემანიშვილს ასახელებს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარ...
პოლიტიკა • 1781005031
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა - ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, ადვოკატ თამთა მიქელაძე ავრცელებს. მისი თქმით, „აზერბაიჯანი და სა...
სამართალი • 1781004921
ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი - ასეთია ირაკლი კობახიძის პირველი გამოხმაურება მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი და...
პოლიტიკა • 1781004810
"თქვენ რა, დაინახეთ, რომ ბატონ ბიძინას დაცვა სჭირდება თქვენ ფიქრობთ?... ის თავდასხმები, რომელიც მისი მისამართით ასე შეკვეთილად ხორციელდება, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ აბსოლუტურად ქართველი ხალხის მ...
პოლიტიკა • 1781004610












