„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს“ - კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ
პოლიტიკა • 1776399699
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში ჩარევას.
როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება არის. არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი სხვა ევროპული სახელმწიფო ცდილობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია, და ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
რაც შეეხება ვიქტორ ორბანს, ის „ქართული ოცნების“ კი არა, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მეგობარი იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
უნგრეთი ხმალამოღებული იბრძოდა, რომ არასამართლიანი და მტრული დამოკიდებულება საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით არ განხორციელებულიყო.
უნგრეთი და სლოვაკეთი იყო ძირითადად, ვინც აპროტესტებდა და ეწინააღმდეგებოდა იმ არასამართლიან დამოკიდებულებას, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ვლინდებოდა. დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ყოველთვის ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში.
„უნგრელი ხალხის არჩევანი გამოიხატა არჩევნებით. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოში ყოველთვის ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ვიღაცა გარედან რაღაცას დაგეგმავს, დავალებებს გასცემს და ასე იქნება გადაწყვეტილება მიღებული ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს ვერ და არ მოხდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








