„ძნელად დასაჯერებელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედება შეცდომა იყო და არა მიზანმიმართული რუსული პოლიტიკის განხორციელება“ - დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომზე

პოლიტიკა 1659946210

დიმიტრი ხუნდაძე

„ოცნებიდან“ წასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„14 წლის წინ საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი ჩაიწერა რუსული ოკუპაციის შესახებ. ისევე როგორც დღეს უკრაინის ომი, 2008 წლის აგვისტოს ომიც გლობალური პოლიტიკის ნაწილი იყო. ეს არ იყო მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომი, აქ, ქართულ მიწაზე რუსეთი მაშინაც დასავლეთს დაუპირისპირდა, თუმცა, მაშინ დასავლეთი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა. უფრო მეტიც, აგვისტოს ომისთვის რუსეთი ერთგვარად „დასაჩუქრდა“, მისი გავლენა და უფლებები კიდევ უფრო გაიზარდა არა მარტო ევროპაში, არამედ, ოკეანის გაღმაც. რუსეთი კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი გახადა სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნითაც. მათ აგრესორს გადასცეს ყველა სტრატეგიული ობიექტი და გააუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან.

პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს. ძნელად დასაჯერებელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეცდომა იყო და არა მიზანმიმართული რუსული პოლიტიკის განხორციელება საქართველოში, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, მათი შეცდომის შედეგს დღეს იმკის მსოფლიო ახლა უკვე უკრაინელი ხალხის მსხვერპლის ფასად.

იმას, რასაც დღეს ვკითხულობთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპული სახელმწიფოების ოფიციალური პირების განცხადებებში, მსგავსი მძაფრი სიტყვები რუსეთზე არ წაგვიკითხავს 14 წლის განმავლობაში.  მესმის, დღეს დასავლეთს  ასე სჭირდება, მაგრამ რა იქნება ხვალ, თუკი გლობალური პოლიტიკის რაკურსი კვლავ შეიცვლება? ეს არის ის კითხვა, რის გამოც გადავწყვიტეთ ხალხთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ალბათ ყველანი დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყნის სიდიდე არ განსაზღვრავს მის პოლიტიკურ დატვირთვას.

არის დრო, როდესაც სამშობლოს გადასარჩენად გვჭირდება სიცოცხლის გაწირვა და არის დრო, როდესაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე გვჭირდება ჩვენივე ქვეყნის გადასარჩენად. დღეს სწორედ ეს დროა. ამ ურთულეს პერიოდში ჩვენ უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილური განვითარებით დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს  ჩვენი გასაკეთებელია.

დღეს მძიმე დღეა. ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს. დღეს კიდევ უფრო ვრწმუნდებით იმაში,  რომ ძლიერ მტერს მხოლოდ გონიერებით თუ დავამარცხებთ. იქნებ აგვისტოს დღეებმა მაინც შეახსენოს ომით დაინტერესებულ პირებს, რომ საქართველოს ომში ჩართვა  ჩვენი ფიზიკური განადგურება იქნება. ომით ვერ მივალთ გამარჯვებამდე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა ჩვენი გონივრული პოლიტიკაა. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ გამარჯვებას  იმ გმირების სახელების უკვდავსაყოფად, რომლებმაც დღევანდელი თარიღი საკუთარი სისხლით დაწერეს“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
„საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს, ამიტომ არც პოლიტიკოსების დისკრედიტაცია გამოუვათ“ - კახა კალაძე მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაზე

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან რადიკალური ქმედებები - კონკრეტული პოლიტიკოსების, ქართული კულტურის, სარწმუნოების დისკრედიტაციის მცდელობები უცხო არ არის, თუმცა ის არანაირ შედეგს არ გამოიღებს...

პოლიტიკა 1713262548

მათიკაშვილი
„ყველა რადიკალის გასაგონად, ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ“ - დავით მათიკაშვილი

"ამ ლაჩრობამ სათანადო პასუხი მიიღო. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველას, ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და სიტუაციის არევას აპირებენ. ელისაშვილი...

პოლიტიკა 1713260851

პარლამენტი ჩხუბი
"გაგარჭობ მიკროფონს...ნაბიჭვარი ეს...გადაგაყლაპებ მაგ მიკროფონს, მონა შენ, ქათამი ეს" - დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის სხდომაზე ხმაურია. პოლიტიკური განცხადებების დროს, "ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატები დროდადრო ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან. მთავარი თემა რუსული კანონია. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდ...

პოლიტიკა 1713260599

აკუნინი
"პუტინიზმი ცდილობს შენს სახლში დამკვიდრებას... ქართველებო, ეს არ დაგემართოთ. იზრუნეთ თავისუფლებაზე" - ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილის) გამოხმაურება რუსულ კანონზე

“რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და მედიასაშუალებამ მომმართა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით. ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, როგორც წესი, არ ვლაპარაკობ. ჯერ ერთი, მე მაქვს კომ...

პოლიტიკა 1713259057

ლამარა აბჟანდაძე
„ახალგაზრდებო, მეც, 94 წლის მოხუცი, მაგრამ აქტივისტი თქვენ გვერდით მიგულეთ“ - ლამარა აბჟანდაძე

სამოქალაქო აქტივისტი ლამარა აბჟანდაძე სოცქსელში წერს: „ის, რაც წუხელ პარლამენტის წინ ხდებოდა, იმედის მომცემია, დიახ ქართველი ხალხისთვის საიმედოა. მე, პირადად იმედი მომცა, რომ ქართველი საზოგადოება ( ყო...

სოცმედია 1713248971

ტურძელაძე
„შესაბამისი იყო რეაქცია, რაც იყო ჩვენი გუნდისგან, საკადრისი პასუხი ვერ მიიღო“ - „ოცნების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილზე

"ალეკო ელისაშვილი, ალბათ იცით თქვენ უკვე, თითქმის 4 წელია პარლამენტშია და მაქსიმალურად ვიკავებ ხოლმე თავს შეურაცხყოფებთან დაკავშირებით, გუშინ რაც გააკეთა ალეკო ელისაშვილმა, ასეთი ფაქტი მე არ მახსენდებ...

პოლიტიკა 1713248639