"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" საგანგებო განცხადება

პოლიტიკა 1715776509

პოლიტიკა

ქეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების ფონზე, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„15 მაისის გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, წერტილი დაუსვა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი იდეა, დაიმკვიდროს ადგილი და დაბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოში, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს ხელისუფლების მიერ იქნა იგნორირებული. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ აღიარა, რომ ის წარმოადგენს რუსული ინტერესების გამტარებელ მეხუთე კოლონას საქართველოში.

ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ქართველი ხალხის მიერ სამართლიანად იქნა მონათლული, როგორც რუსული კანონი, მიუხედავად დედაქალაქსა და მთელ საქართველოში მიმდინარე მასობრივი პროტესტისა, „ოცნების“ უმრავლესობის მიერ იქნა დამტკიცებული.

ამ ნაბიჯით, უმრავლესობამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, სადაც ცალსახად არის გაცხადებული,  რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს წარმოადგენს ევროატლანტიკური კურსი.

მან სრულად იგნორირება გაუკეთა ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მოთხოვნებს და სრულად აღასრულა ბიძინა ივანიშვილის რუსული დაკვეთა.

სახეზეა პოლიტიკური მოცემულობა, როცა პარლამენტის უმრავლესობა გაკოტრებულია და  ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებებს, არამედ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. მისი იძულება ცვლილებებისთვის, რომლის აუცილებლობის წინაშეც დგას დღეს საქართველო, და იგულისხმება ხელისუფლების ცვლილებაც, შესაძლებელია მწვავე საპროტესტო მოძრაობის პირობებში.

ამ ვითარებაში, ლეგიტიმაციისგან სრულად განძარცვულ პარლამენტის სხდომებში მონაწილეობა აზრს კარგავს და მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

შესაბამისად, დღეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თითოეული ქართველის ადგილი, ქართველი ახალგაზრდების გვერდითაა და ამიტომაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის სხდომებს და მის ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ხელშეწყობისკენ“ - ნათქვამია ედპ-ის განცხადებაში..

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მირცხულავა
„არც ერთ ხელისუფლებას და ხელისუფალს ასეთი წონადი პოლიტიკური დოკუმენტი არ დაუდევს“ - გოჩა მირცხულავა პრეზიდენტის ქართულ ქარტიაზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: არც ერთ ხელისუფლებას და ხელისუფალს, მიუხედავად მისწრაფებებისა, ასეთი წონადი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელმაც სახელმწიფოში მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები უნდა განაპირო...

სოცმედია 1716779636

სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის "ქართული ქარტია" - სრული ტექსტი

 სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" შესთავაზა. რას გულისხმობს მისი ეს ინიციატივა, გთავაზობთ ზურაბიშვილის ტექსტს სრულად: "ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა,...

პოლიტიკა 1716779123

ვეტო
ვეტოს საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტთან 09:00 საათზე აქცია გაიმართება

"ვერთიანდებით ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ!" - რუსული კანონის მოწინააღმდეგეები,დღეს, 27 მაისს, 09:00 საათზე პარლამენტის უკან აქციას აანონსებენ.   შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პ...

პოლიტიკა 1716778999

ორსული დაღუპული
ვიდეო - დაღუპული ორსული ქალის კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

ცოტა ხნის წინ, ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ირკვევა, გარდაცვალების მიზეზი თრომბია. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაღუპული ორსული ქალის კადრები, რომელიც სქესის გაგების...

სოცმედია 1716778878

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
“პოლიტიკის ხიბლიც მაგაშია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: მომწონს, როცა “რა დროს შინაარსია, ქვეყანა იღუპება” პარტიები, ერთმანეთს ასწრებენ შინაარსზე შეთანხმების ხელმოწერაზე მზადყოფნას 🚬 პოლიტიკის ხიბ...

სოცმედია 1716778562

ვიზიონერის მონაცემები
26 მაისს, მარშში მონაწილეობა 80 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, პრეზიდენტის ღონისძიებას კი 20 000-მდე დაესწრო - Visioner-ის მონაცემები

 Visioner-ის ცნობით, 26 მაისს მარშში მონაწილეობა 80 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, პრეზიდენტის ღონისძიებას კი 20 000-მდე დაესწრო - ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს. "დღეს ერთ-ერთი ყველაზე...

პოლიტიკა 1716778398