“ივანიშვილი ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი... მე ამის მოწმე ვარ... ვიცი რაზედაც ვსაუბრობ... აქედან წამოვიდა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე" - სააკაშვილი

პოლიტიკა 1631614028

პოლიტიკა

ფარული მოსმენებისა და ჩანაწერების მასალების სკანდალს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში აცხადებს, ივანიშვილს ყოველთვის აღიზიანებდა ქართული ეკლესია და პატრიარქის პირადი მტერი იყო. ექსპრეზიდენტის განცხადებით, მისი მმართველობის დროს პირადი ცხოვრების შემცველ მასალებს არასდროს გამოუჟონია: 

„მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიას, ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს - ეს არის ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანა არის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება, მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, ჯერჯერობით, არ გამოუვიდა. მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა ქართული ეკლესია, ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი, მე ამის მოწმე ვარ არაერთხელ. ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ. აქედან წამოვიდა უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები, ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება.

იმ ხალხს, ვინც ამბობს, „ივანიშვილი იმას აკეთებს, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ან რომ ამბობენ, ისინი იმიტომ გავაგდეთ, რომ ამას აკეთებდნენ და ამათაც იგივე უნდა გააკეთონ?!“ მინდა შეგახსენოთ, თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როდესაც ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები, თუ ვიღაც ცალკე ნაძირალა რამეს აკეთებდა, მე ნამდვილად არ ვიცი. რამე რომ გამეგო, ნამდვილად ძალიან დავსჯიდი. ვინმეს გაუგია მასობრივად ამის შეგროვება ხდებოდა? ეს იყო ჭორი და ახლა ეს არის რეალობა. ივანიშვილს სურს, მთელი ქვეყანა აქციოს ჭაობად და უბედურებად, რომ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი იყოს დისკრედიტირებული, რომ ქვეყნიდან ხალხი გარბოდეს და ყველაფერი ამას დარჩეს.

ერთადერთი გზა არის, ერიც და ბერიც დადგეს ერთად, გადადოს გვერდზე ყველა განსხვავება, ყველა პირადი პრობლემა, შუღლი და დაპირისპირება. ერთად შეცვალოს სიტუაცია და გადაარჩინოს საქართველო, ქართული ტრადიციული ფასეულობები, გადაარჩინოს ჩვენი ეკლესია, გადაარჩინოს ჩვენი ბავშვების მომავალი. წამზომი ჩართულია, ჩვენ ვართ გადარჩენის რეჟიმში და ამ გადარჩენაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“,- აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პროკურატურა
ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით 340 000 ლარზე მეტის დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ, ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.   ბრალდებულებს ავსტრალი...

კრიმინალი 1711633022

სანიოლის შვილი
„აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამაჩემი ფეხბურთის გამო“ - სანიოლის შვილი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შვილის განცხადებით, აქამდე არასდროს უნახავს როგორ ტირის მამამისი ფეხბურთის გამო. "მითხრა, რომ ამხელა ემოციების შემდეგ თავის შეკავება ვერ შეძლო. ვ...

სპორტი 1711632931

ევრო დოლარი
ვალუტის ხვალინდელი კურსი ცნობილია - ნახეთ დეტალები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6978 ლარი ეღირება, ევრო – 2.9112 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4035 ლარი. დღეს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711632743

ბუზალაძე ძმა
„ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მადრიდში დაგეგმილ „ევროვიზიის“ პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას სიმღერას მივუძღვნი…“ - ნუცა ბუზალაძე

რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ. მისი ძმა დათო აშშ-ში გარდაცვლილი იპოვეს… ნუცამ ახლახან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი...

სოცმედია 1711632677

პუტინი კოლაჟი
"სრული ბოდვაა" - პუტინის მტკიცებით, NATO-სთან ომის განზრახვა არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მას არ აქვს განზრახვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და NATO-ს ეომოს. პუტინის თქმით, ხსენებული აზრი "ბოდვაა". ის ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების...

მსოფლიო 1711632447

პაპუაშვილი
"ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები" - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შემდეგ ევროკავშირის ელჩისა და ბრიუსელის მიერ განსაზღვრული დათქმების წინააღმდეგ ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის  და ამბობს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებ...

პოლიტიკა 1711632228