ეს არის ბინძური კამპანია სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ... ნიკა გვარამია და დიანა ტრაპაიძე ამ გარყვნილი ქმედების საქმის კურსში არიან და საკადრისი პასუხი გაეცემათ - კობახიძე

პოლიტიკა 1631628616

კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებული ფარულ ჩანაწერების უკან ტვ პირველის ჟურნალისტის დიანა ტრაპაიძისა და მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას "კვალს" ხედავს. მისი თქმით, ეს მხოლოდ „ფონის შემზადებაა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპირებს, ტრაპაიძე და გვარამია კი ამ ყველაფრის საქმის კურსში არიან:

„ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავია ის ბოლშევიკური კამპანია, რომელსაც ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი სამი ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის კამპანია სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ამ მძიმე ბოლშევიკურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან უნდა გაეცეს სათანადო პასუხი, განსაკუთრებით 2 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთებთან. კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი იყო ჩვენთვის „ნაცმოძრაობიდან“ გამოჟონილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბოლშევიკური კამპანია არის მხოლოდ და მხოლოდ ფონის შემზადება გარკვეული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებისთვის და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ყურადღების გამახვილება არის ბუნებრივი. ამ ბოლშევიკურ ქმედებებს და ამ გარყვნილ ქმედებებს, რა თქმა უნდა, სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ მოგეხსენებათ, ჩავატარეთ ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ორმა წარმომადგენელმა პარტიული ტელევიზიების, ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ, გაავრცელეს გარკვეული განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ და მთლიანად არიან საქმის კურსი იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გავრცელდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ისინი იქმნიან ერთგვარ ალიბს ამასთან დაკავშირებით. ეს მათ არ გაუვათ, საზოგადოება გასცემს საკადრის პასუხს.

ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, არის აბსოლუტურად შოკის მომგვრელი და მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკს შეიძლება მოუვიდეს აზრად ისეთი ჩანაწერების გავრცელება, რომელზეც მათ აქვთ საუბარი. ის მესიჯები, რომელიც ვიხილეთ გვარამიასა და დიანა ტრაპაიძის მხრიდან, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ორ გარყვნილ ადამიანს პირდაპირი ინფორმაცია აქვს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილი.

როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის შიგნით არის მძიმე ვითარება. მათ არ აქვს დადებითი საარჩევნო პროგნოზები, მოლოდინები და ასეთ დროს, ბუნებრივია, ოფისებიდან ძალიან მარტივად ჟონავს ხოლმე ინფორმაცია. ჩვენ სწორედ მათმა წარმომადგენელმა მოგვაწოდა ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან , რომ ამ ადამიანისთვისაც კი იყო სრულიად შოკის მომგვრელი და მიუღებელი ის ინფორმაცია, გეგმა, რაც მოისმინა საკუთარი გუნდის ლიდერების მხრიდან. რაც მათ აქვთ დაგეგმილი, ეს ბოლშევიზმის ჩარჩოებშიც კი არ ჯდება, მხოლოდ გვარამიას, მელაძის, დიანა ტრაპაიძის და ინგა გრიგოლიას აზრებად შეიძლება მომწიფდეს.

ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის პრევენცია და აქედან გამომდინარე ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული გარყვნილი გეგმის შესახებ. თუ მაინც გაბედავენ ისინი ამ ყველაფრის გაკეთებას, ამ შემთხვევაში გაეცემათ ბუნებრივია, საკადრისი პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია თოფურია
"ისტორია დავწერე, ახლა დროა, ლეგენდა გავხდე“ - ილია თოფურია

 UFC-ს ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიას პოდკასტში MMAF სტუმრობისას ჰკითხეს, რატომ წაშალა ინსტაგრამის აღწერიდან სიტყვები „UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი“, რომელიც ჯერ კიდევ იქამდე დაიწერა, სანამ...

სპორტი 1713585635

აქცია არარუსულ კანონს
„არა რუსულ კანონს!“ - ახალგაზრდების აქცია დღეს, 20 აპრილსაც გაიმართება

რუსული კანონის საწინააღმდეგო ახალგაზრდული პროტესტი გაგრძელდება - რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მორიგი აქცია 20 აპრილს დააანონსეს. ისინი პარლამენტთან ისევ 19 საათზე შეიკრიბებიან. 19 აპრილის აქცია კი...

პოლიტიკა 1713585528

ნინო ნადირაძე
„მოიმღერმოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე“ - ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი და ტელეწამყვანი ნინო ნადიირაძე სოციალურ ქსელში წერს:     ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მე ვკლავდი, ვწამლავდი, ვარჩენ დემენციას, მალაბსორბციას, დღეს მიმტკიცებენ,...

სოცმედია 1713585367

ბრეგაძე
,სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა“ – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა საშემოდგომო ყვებოდა.ვინმეს მოღალატე, გამყიდვ...

პოლიტიკა 1713585288

ია ფარულავა
„ეს არის ტოტალური კონტროლის კანონი, რომელიც დაგვაბრუნებს დასმენების ეპოქაში, ცენზურა და რეპრესიები გარდაუვალი იქნება“ - ია ფარულავა რუსულ კანონზე

ია ფარულავა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ამის შესახებ ფარულავამ „ინსტაგრამზე“ ისაუბრა. „სინამდვილეში ეს არის ტოტალური კონტროლის კა...

საზოგადოება 1713585131

უჩავა
„იმედმა“ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დამბლოკა, მიზეზით “არა რუსულ კანონს” და ორშაბათს სტუმრის სტატუსით მიწვეული ჩამხსნა გადაცემიდან“ - ლაშა უჩავა

ლაშა უჩავა სოცქსელში წერს: „ის რომ იმედმა საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დამბლოკა, მიზეზით “არა რუსულ კანონს” და ორშაბათს სტუმრის სტატუსით მიწვეული ჩამხსნა გადაცემიდან, ალბათ, ეს არის “ღირსებით წინ ევრ...

სოცმედია 1713585012