„ეს არის სრული სიგიჟე, სუს-ში მისვლას არ ვაპირებ“ - ზვიად მაისაშვილი

პოლიტიკა 1764736588

ზვიად მაისაშვილია

ეს არის სრული სიგიჟე, საერთოდ არ წარმომედგინა, რომ დამიბარებდნენ, მაგრამ დღეს მივიღეს მესიჯი და ვიყავი სრულიად გაოგნებული, - ამის შესახებ ზვიად მაისაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ში მისვლას არ აპირებს, აპირებს პირდაპირ სასამართლოზე მივიდეს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ არც სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს, რადგან ხშირად სმენია მათი უსამართლობის შესახებ და ეს საკუთარი ძმის შემთხვევაშიც ნახა.

ეს არის სრული სიგიჟე, საერთოდ არ წარმომედგინა, რომ დამიბარებდნენ, მაგრამ დღეს მივიღეს მესიჯი და ვიყავი სრულიად გაოგნებული, ამასთან დაკავშირებით. ასევე ისიც მინდა ვთქვა, რომ იმ კადრებში, რაც არის გავრცელებული, ანუ ერთი წელი არის დადებული კადრი და ჯერჯერობით არანაირი გამოძიება არ დაწყებულა, ჩანს ასევე ჩემი ძმაც, რომელსაც ურტყამენ მუცლის არეში, თუ არ ვცდები, მერე მუხლებზე ვარდება, მერე აგრძელებენ რტყმას და მიათრევენ. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ძმა დააპატიმრეს ექვსი დღით, წაიყვანეს ქუთაისში, იმიტომ რომ ადგილები არ იყო აქ ფიზიკურად, ამის მერე უნდათ რომ მივიდეთ რაც სუს-თან, ვითანამშრომლობთ და ნდობა გამოუცხადოთ ამ სხვადასხვა მათ სტრუქტურებს და დაწესებულებებს, ამიტომ განვაცხადე უარის სუს-ში მისვლაზე, ვაპირებ პირდაპირ მივიდე სასამართლოზე და მოსამართლის წინაშე მივცე ის ჩვენება, რაც ვილაპარაკე BBC-თან, თუმცა არც სასამართლო არ არის სანდო დღევანდელ ქვეყანაში, იმიტომ რომ ხშირად მსმენია და ჩემი ძმის სასამართლოებიდანაც გავიგე, - ამბობს მაისაშვილი.ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით, სუს-მა გამოკითხვაზე ზვიად მაისაშვილიც დაიბარა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400