„ეს იყო ამ ავანტურის მთავარი მიზანი” – გივი თარგამაძის წერილი

პოლიტიკა 1759469824

გივი თარგამაძე


პატიმრობაში მყოფი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს;
,,მივადექით უმნიშვნელოვანეს დღეს – 4 ოქტომბერს და მინდა, ჩემი რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ.

ჯერ რაც შეეხება პროცესს, რომელსაც ქოცები და ორი ოპოზიციური პარტია არჩევნებს უწოდებენ.
რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ არის არჩევნები, თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს პროცესი არჩევანის შანსს არ იძლევა.
მხოლოდ რეჟიმის მიერ წინასწარ განსაზღვრული პროპორციების და შესაბამისი პროცენტების დააფიქსირებაა, მიუხედავად რეალური ელექტორალური რეიტინგების ან ჩატარებული კამპანიისა.
მაშ რა აზრი აქვს ამ პროცესში მონაწილეობას? რა არის მიზანი? კიდევ ერთ ბრძოლის ველზე გასვლა, როგორც ეს დასაწყისში იყო ნათქვამი? წინასაარჩევნო დრო ამოიწურა და სადმე ბრძოლა ვნახეთ/ მეტროს მეორე ამოსასვლელების პრობლემაზე აქცენტირება ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. ფიზიკურად კამპანიას დიდად არ დაპირისპირებია, ერთხელ ესროლეს კვერცხები და სულ ეგ იყო.
ჩაუხსნეს კანდიდატები ზეწოლით – ჩახსნილებიდან, რომელიმე უკან გამოიბრძოლეს? არა! მხოლოდ მოახსენეს საზოგადოებას, რა მზაკვარია რეჟიმი და როგორი ძალადობა-მოსყიდვის კომბინაციით მოქმედებს სუსისა და კრიმინალების ხელით.

ვინმეს ეჭვი ეპარებოდა? არა, რა თქმა უნდა.სწორედ ეს იგულისხმებოდა ნათქვამში, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩევნები ამ ქვეყანაში გაუქმნდა.საბოლოოდ მთელი ბრძოლა მონაწილე ოპოზიციის მხრიდან გამოიხატა სატელევიზიო გამოსვლებში და უხერხულების ზღვარზე საკუთარი პოზიციის სისწორის ახსნაში, რისი ახსნაც გულახდილად უბრალოდ შეუძლებელია.მონაწილეობის რეალური მიზანიც ისე ჩაიფუშა, ფაქტობრივად ვერც დაფიქსირდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან სანიკიძე
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას...“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...

სოცმედია 1772907484

გივი თარგამაძე
„ჰოე, ჰოე! დაშოშმინდით... მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ... თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი“ - გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...

სოცმედია 1772903209

გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე, რომელსაც სუს-ი ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - მედია

გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...

პოლიტიკა 1772898323

 გივი თარგამაძე
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ - სუს-ი

„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...

პოლიტიკა 1772896558

ოპოზიციის ალიანსი
ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი რეჟიმის შესაცვლელად - ოპოზიციის ალიანსმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გამარჯვების საერთო სტრატეგია გააცნო

ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...

პოლიტიკა 1772896140

დავით ზურაბიშვილი ივანიშვილი
„ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი, ამასაც ახერხებს“ - დავით ზურაბიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე

დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.

სოცმედია 1772894141