„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით“ - კახა კალაძე USAID-ის შესაძლო დახურვაზე

პოლიტიკა 1738741516

კახა კალაძე

„კონკრეტული ორგანიზაციები აფინანსებდნენ ქვეყანაში ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, დაპირისპირებას, რევოლუციის მოწყობას“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას გეგმავს.

 

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვადასტურებდით, რომ იყო კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში აფინანსებდნენ პოლარიზაციას, რადიკალიზმს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, დაპირისპირებებს, რევოლუციის მოწყობას. ალბათ გახსოვთ, როდესაც მიმდინარეობდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, პირველ შემთხვევას ვგულისხმობ, როდესაც ჩვენ უკან გადავდგით ნაბიჯი და არ მივიღეთ აღნიშნული კანონპროექტი. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მაგალითად, NED-მა გვითხრა,  გაასაჯაროებდნენ ყველა ხარჯს, რაში იხარჯება წამოსული თანხები, თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი გაასაჯაროვეს, იმიტომ, რომ ვიცით, რა მიმართულებით მიდიოდა ეს თანხები. გუშინ კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წლის არჩევნებზე 24 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა საქართველოში. რას და ვის მოხმარდა ეს ფული, ხედავთ, რა ხდება ქვეყანაში, რა მდგომარეობა გვაქვს ყოველდღიურად, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი დასრულდება. დასრულდება რადიკალიზმი და ფაშიზმიც, რომლის წახალისება ხდებოდა უცხოეთიდან და საკმაოდ მსუყედ ფინანსდებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ივანიშვილი აქტივები
"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - "აი ფაქტი"

"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - ამ სათაურით აქვეყნებს "აი ფაქტი" ვრცელ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოეთიდან საქართველოში ქონების გადმოზიდვისა და ქართული ეკ...

პოლიტიკა 1739805198

ზურა ჩხაიძე ვივა მედი
ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს. „[მზია ამაღლობელის] ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველ...

პოლიტიკა 1739804012

საქბანკი ბიზნესღონისძიება
საქართველოს ბანკის ინიციატივით,  ბიზნესებისთვის შეხვედრა „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება და ამჯერად, 19 თებერვალს  შეხვედრა - „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ ჩატარდება....

ბიზნესი & ეკონომიკა 1739800834

რიმა ბერიძე
„რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" კვერცხები, „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის“ - რიმა ბერაძე გახარიაზე

„გიორგი გახარიას ნათქვამს ახლა მთლად ნუ დაიჯერებთ, რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" [კვერცხები], „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის.იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიცრუეს ლაპარაკობს... აღარ გვჯერა იმიტომ,...

პოლიტიკა 1739800689

მაჭარაშვილი
„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“ - გურამ მაჭარაშვილი 

„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და არც არავის დააინტერესებდა“ - გურამ მაჭარაშვილი 

პოლიტიკა 1739800593

ზელენსკი
„საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინამ არაფერი იცოდა, ასეთი მოლაპარაკებებით მიღწეულ შეთანხმებებს არ ვაღიარებთ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი საუდის არაბეთში, კავშირში არაა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებთან, რომელიც სამშაბათს იგეგმება. მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იყო...

რუსეთ-უკრაინის ომი 1739800408