ეს პროკურორები უნდა დასანქცირდნენ - 6-კაციანი სია დასავლეთში გაიგზავნა
პოლიტიკა • 1655976811 874

რაზე დგას ოლიგარქიული მმართველობა ?! - "დროას" ლიდერი იმ მაღალჩინოსნების სიას აქვეყნებს, რომლებიც მართლმსაჯულების და პროკურატურის სისტემაში ივანიშვილის "ოლიგარქიული საყრდენები" არიან.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დასავლელ პარტნიორებს ჰქონდეთ ინფორმაცია, "პოლიტიკური დავალებების" შემსრულებელ პროკურორებზე.
6-კაციანი სია დასავლელ პარტნიორებს გაეგავნათ
„მართლმსაჯულების სისტემის და პროკურატურის კონტროლის თავში დგას ოთარ ფარცხალაძე. ის არის ერთი მხრივ, ჩართული მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში, მიახლოებულია ბიძინა ივანიშვილის კართან და მეორე მხრივ, მისი მთავარი “დამსახურება” ივანიშვილთან არის პროკურატურის კონტროლი.
ოთარ ფარცხალაძე პროკურატურას მართავს ირაკლი შოთაძის მეშვეობით. ხორავას საქმეზე საქმის გამრუდების გამო მოუწიათ შოთაძის გადაყენება, თუმცა ის იმდენად ძვირფასია ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემისთვის, რომ დააბრუნეს უკან.
ირაკლი შოთაძე თავად არ უარყოფს, რომ ის ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში ხაზარაძე-ჯაფარიძის შეხვედრას და პირდაპირ იყო ამ გარჩევებში ჩართული და მეორე – ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს.
ჯარჯი წიკლაური – არის გამორჩეული იმით, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მას ეხებოდა ციხეში მყოფი ხალხის უფლებების მონიტორინგი. მთავარი ღერძი დანაშაულებრივი რაც იყო, ის უწევდა ამასა მონიტორინგს და ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, მონაწილეც იყო იმ დანაშაულში, თუმცა როგორც ქართული ოცნების მთავრობის პირობებში ხდება, ის პოლიტიკურად გამოიბარეს და ჩააბარეს პოლიტიკური საქმეები: ციანიდის, კარტოგრაფების, კაბელების, სააკაშვილის საქმეები.
მიხეილ სადრაძე – მან აღძრა კარტოგრაფების საქმე. აქტიურად გამოდიოდა პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში და ჩართული იყო ამ რუსულ სპეცოპერაციაში და ასევე, იყო ნიკა მელიას საქმეში პროკურორი.
ამირან გულუაშვილი – ზედამხედველობს პოლიტიკურ საქმეებს. ის არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა. რუსთავი 2-ის, ნიკა გვარამიას, კარტოგრაფების, ნიკა მელიას საქმის პროკურორი – პროკურატურაში არიან გამოყოფილი ასეთი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ ამ ბინძურ პოლიტიკურ საქმეებს.
რევაზ ბაღაშვილი – საგამოძიებო ნაწილის უფროსი. მის ხელში გადის ეს პოლიტიკური საქმეები და არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულებაში.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657087245

პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკ მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კაცმა, რომელ...
მსოფლიო • 1657087097

61 წლის კაცმა საკუთარ შვილი დედის თვალწინ მოკლა. მოტივი კი შვილის საქციელი იყო, რომელმაც პატარა გოგო გააუპატიურა. საქმის მასალების და დეტალების შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს. 33 წლის ალექსანდრე მ...
კრიმინალი • 1657086967

ჟურნალისტი ვიკა ქავჟარაძე სოცქსელში წერს: „კიევში უკანასკნელ გზაზე გააცილეს, ჩემი მეგობრის შვილი.... ასტამურ გუმბა იყო დაბადებული სოხუმში...2 წლის იყო, როცა დედასთან ერთად გაექცა სოხუმიდან ომს.ასტამურ...
სოცმედია • 1657086862

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში, - ა...
Covid 19 • 1657086619