„ეს თემა სულ რამდენიმე კაცმა ვიცით...“ - რატომ დაიბლოკა უკრაინისთვის СУ25 ების მიყიდვა და რას წერს სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი გენერალ ჩაჩიბაიას

პოლიტიკა 1652573445    5621

პოლიტიკა

საქართველოს სამხედრო დაზვერვის ყოფილი მეთაური ვიცე პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის უკრაინელი შეიარაღებულ ძალებში, სოციალურ ქსელ ფეისბუკის მეშვეობით მიმართვას უგზავნის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროს, გენერალ ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას.

საქმე ეხება უკრაინის სამხედრო ავიაციისთვის СУ25 -ების მიყიდვას, რომლის თაობაზეც საკითხი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თავად ჩაჩიბაიამ დააყენა უკრაინის გენშტაბის უფროსთან შეხვედრაზე, თუმცა, როგორც ამას ირაკლი ქურასბედიანი წერს, გარკვეული მიზეზების გამო დაიბლოკა.

ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინას მსგავსი ტიპის დახმარება საქართველოს მხრიდან ჰაერივით ესაჭიროება. ქურასბედიანი გენერალ ლეიტენანტს და ამჟამად ქართული ოცნების დეპუტატს შეახსენებს, რომ ქართული მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ქართულ ჯარს დივიდენდებად დაუბრუნდება.

„საქართველოს პარლამენტის, ქართული ოცნების დეპუტატს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროს და ჩემს ძალიან ძველ მეგობარს

გენერალ ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას

ჯერ კიდევ სამხედრო აკადემიიდან, 1993 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, მრავალი წელი გაგვიტარებია ერთ ყაზარმაში გვერდიგვერდ საწოლზე, მიუხედავად იმისა რბილად რომ ვთქვა რიგ საკითხებში ვერ ვთანხმდებით, პატრიოტიზმს და პროფესიონალიზმს ნამდვილად ვერ წაგართმევს ვერავინ..

მინდა შევეხო თემას, რომელიც სულ რამდენიმე კაცმა ვიცით, საკითხს, რომელიც წამოჭრილი იქნა შენს მიერ რამოდენიმე წლის წინ, უკრაინის გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე

საქმე ეხება ჩვენი СУ25 ების უკრაინაზე მიყიდვას.. უკრაინამ უდიდესი ინტერესი გამოხატა მაშინ ამ საკითხზე.. რატომ რა მიზეზით და როგორ შეჩერდა და დაიბლოკა ეს საქართველოში ამას არ შევეხები, კარგად ვიცით ორივემ რატომაც..

ამ თემას მაშინაც ვემხრობოდი და მით უნეტეს დღეს! დღევანდელ ვითარებაში როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება ლენდლიზის შესახებ და ეს არა მხოლოდ უკრაინას ეხება, ძალზედ მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მთავრობის მხრიდან..

თავისუფლად და ყოველგვარი საფრთხის გარეშე შეგიძლიათ გადასცეთ ან თუნდაც მიყიდოთ ეს თვითმფრინავები უკრაინას, რაც მათ ჰაერივით ჭირდებათ.. სანაცვლოდ ჩემზე ნაკლებად არ გესმის თუ რა დივიდენდების (შეიარაღების მათ შირის) მიღება შეუძლია ჩვენს სახელმწიფოს..

ბატონო გენერალო საფრთხის გარეშე, რომ ვახსენე მიმიხვდებოდით ეს ხაზგასმითაა დაწერილი და თუ რატომ არაა საფრთხე ეს დარწმუნებული ვარ ჩემზე ნაკლებად არ გესმით.. მთავრობაში და მმართველ პარტიაში კი თქვენზე მაღალი კლასის პროფესიონალი არავინ არის, ასე რომ მათთვის ამ უსაფრთხოების ნიუანსების ახსნა თქვენთვის მომინდია!

საქართველოს სამხედრო დაზვერვის ყოფილი მეთაური ვიცე პოლკოვნიკი და თქვენი ძველი მეგობარი ირაკლი ქურასბედიანი!!

p.s. განმარტება მათ ვინც გულით და მომხრეა უკრაინის გვერდში დგომისა სახელმწიფო დონეზე, მაგრამ არ მოეწონა ჩვენი ავიაციის “გარეშე” დარჩენის პერსპექტივა  - აქ დეტალურად ვერ განვიხილავ დოქტრინებს და რეალური საფრთხის დროს ჩვენ შესაძლებლობებს.. კარგად დააკვირდით რა ხდება უკრაინაში და როგორ გვიჭირს აქ ავიაციის გამოყენება.. საქართველოს პირობებში ამის საშუალება გვექნება “ზერო”!! ყველა აეროდრომი საარტილერიო ცეცხლის ზონაში გვაქვს, ფრთოსან რაკეტებისაც კი არავინ დახარჯავს ჩვენზე.. აი სანაცვლოდ ბევრად მეტ და რეალურად საჭირო რამეს მივიღებთ..“ - წერს ირაკლი ქურასბედიანი.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრიოტი
აშშ უკრაინას Patriot-ებს გადასცემს - The Washington Post

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სარაკეტო კომპლექს Patriot-ების გადაცემის საკითხს განიხილავს. რაკეტების გადაცემა ვაშინგტონის ახალი, 40 მილიარდიანი დახმარების ფარგლებში მოხდება.  MI...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653077345

აზოვ
"Азовсталь"-ს სრულად ვაკონტროლებთ - შოიგუს პატაკი პუტინს (რუსული მედია)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "Азовсталь"-ს სრულად აკონტროლებს და კომბინატის ტერიტორიიდან ყველა უკრაინელი მებრძოლი გაყვანილია. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამის შესახებ შოიგუმ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653075858

 მჭედლიძე
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გადადგა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა. როგორც ვალერიან მჭედლიძე ამბობს,  გადაწყვეტილება გუნდში ერთობლივად მიიღეს. "მე ვრჩები გუნდში და მივდივარ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრ...

პოლიტიკა 1653072917

ხუხაშვილი.jpg
ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს.. ის მონუსხულია მისი შიშით - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს, მაგრამ მისივე თქმით, მონუსხულია მისი შიშით. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ფული მართლა მოპარეს და ეს აგიჟებს. ამის შესახე...

პოლიტიკა 1653072784

ფხაკაძე
იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს – რას წერს ფხაკაძე მაიმუნის ვირუსზე

ჯანმო იწვევს ექსპერტთა ჯგუფს, ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით წერს. "დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ ს...

საზოგადოება 1653072258

ნაყოფია
ვიმედოვნებ, რომ დადგა დრო, როდესაც უნდა მიიღონ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის გადაწყვეტილება – ნაყოფია

ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ. – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ...

პოლიტიკა 1653072115