პოლიტიკა • 1736608154
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თორნიკე გოშაძის დედა პირველ კომენტარს აკეთებს - სინდისის პატიმრის მშობელი აცხადებს, რომ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ გამოტანილი განაჩენი მოულოდნელი არ ყოფილა.
"ესენი არ არიან ადამიანები, ესენი არიან საქონლები" - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა და ასევე საკუთარ შვილს მიმართავს - "მე არაფრის მეშინია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემ გვერდით იყო".
ამასთან, მარია კობახიძე აანონსებს, რომ ღიმილის ბიჭების მშობლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან.
არ იყო მოულოდნელი. ჯერ რა უნდა მოვთხოვო მოსამართლეს, როცა დილიდან აქ ვართ და ბავშვები ისე გადაიყვანეს ციხეში, ჩვენ არ ვიცოდით ოჯახის წევრებმა. ვდგავართ და ჩვენი შვილები, რომ დაგვენახა იმ პატარა შუშაში ამის გამო ვიდექით აქ, თორემ დავუდოთ სახლებში. ისედაც ვიცოდით, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, იმიტომ რომ ესენი არ არიან ადამიანები, ესენი არიან საქონლები მეტი არაფერი. დიდი საქონლები. ამათი დღეც დადგება აუცილებლად. მე ვიამაყებ ჩემი შვილით და ამათ შვილებს შერცხვებათ თავისი დედების და მამების. მე ნამდვილად ვიამაყებ.
თორნიკე ძალიან გავნერვიულდი დედი, თუ მოუსმენ ამას არ ინერვიულო, შენ იცი ჩემი ემოციები, ამიტომ მე არავის და არაფრის არ მეშინია, ხომ იცი რამდენად ძლიერი ვარ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ იყო ოჯახის გვერდით. მე ვამაყობ შენით, მე გაგზარდე ძალიან კარგი შვილი, არაფერი არ გამიჭირდება ცოტა ხანი მოვითმინოთ და ყველაფერი დამთავრდება იმიტომ, რომ თქვენს გვერდით დგას მთელი საქართველო და მსოფლიო. ჩვენ შევხდებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმიტომ, რომ ყაველაშვილს არ ვთვლი პრეზიდენტად და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ძალიან კარგად. '', - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა.ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ 5 დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა. "როდესაც სა...
პოლიტიკა • 1737125995
გენერალმა სირკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდო "ოქროს ჯვრით" უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვა. ფარცვანიამ 2024 წელს აგვისტოს ომის დღეებში რუსეთში საქართველოს დროშა გაშალა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1737124074
ბიძინა ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ფაქტობრივად ერთი-ერთში იმეოებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებას. ოლიგარქის პრემიერი ირ...
პოლიტიკა • 1737123966
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდი ბრიტანეთს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე X-ზე წერს. "მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს...
პოლიტიკა • 1737123229
"რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას. "დღეს, ჩ...
პოლიტიკა • 1737123133
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება. ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, თბილისში კი ორთაჭალაში მდებარე...
პოლიტიკა • 1737117357
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი