„EU-მა და ჩვენც ცხადად ვთქვით - საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვებოდა“ - მეთიუ მილერი

პოლიტიკა 1720581424

მეთიუ მილერი

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ბრიფინგზე ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, EU საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილ 30 მილიონ ევროს გაყინავს.

მეთიუ მილერმა გაიმეორა ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას მათი მხრიდან "შედეგი მოჰყვება".

"რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო სათანადო კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. მაგრამ მე ვიცი, რომ მათ [ევროკავშირში] ცხადად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ცხადად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა", - თქვა მეთიუ მილერმა.

 

ჟურნალისტმა მას ასევე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზეც ჰკითხა, რაზეც სახ.დეპის სპიკერმა თქვა, რომ ვაშინგტონში თბილისთან ურთიერთობების "გადახედვა კვლავ გრძელდება".

მეთიუ მილერს ჟურნალისტმა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაშინების კამპანიაზეც ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა:

"ცხადია, ჩვენ ვეწინააღმდეგებით განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობებს და ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს, იგივე პოზიცია გამოვხატეთ უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებითაც, რომ ის გამოყენებული იქნებოდა ლეგიტიმური და დემოკრატიული დისიდენტური ხმების ჩასახშობად. ეს არის ქართული ოცნების ქცევის შემაშფოთებელი ნიმუში და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ ეს შეცვალონ", - თქვა მეთიუ მილერმა.

***

დღეს, 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. გარდა ამისა, ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია.

 

ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა, ხოლო ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი 9 ნაბიჯისგან აშკარა უკუსვლად შეაფასა.

 

5 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო წვრთნების "ღირსეულის პარტნიორის" გადადება განუსაზღვრელი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია“ - კახა კალაძე

19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...

საზოგადოება 1779211757

ტრამპი
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენო... ძალიან მალე გავიგებთ" - ტრამპი

"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...

მსოფლიო 1779211622

კახა კალაძე ათეა-ს
„არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს“ - კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...

პოლიტიკა 1779211556

კალაძეე
„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა“ - კახა კალაძე

„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...

პოლიტიკა 1779211414

კახა კალაძე1
„მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას“ -   კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...

პოლიტიკა 1779211364

კახა კალაძე
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ“ - კახა კალაძე

„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...

პოლიტიკა 1779211308