„EU-ს ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ვიზალიბერალიზაცის შეჩერების გამარტივებას“ - იოზვიაკი

პოლიტიკა 1762946523

ევროკავშირის

 
 
"ევროკავშირის ელჩებმა ახლახან აუნთეს მწვანე შუქი ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას" - ამის შესახებ  პლატფორმა X-ზე "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს.

 

იოზვიაკის თქმით, ეს მექანიზმი მალე შესაძლოა, ქართული პასპორტის მფლობელთა ნაწილის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.

მისი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმებას ხელს 17 ნოემბერს მოაწერენ, ხოლო ძალაში დეკემბრიდან შევა.

"ევროკავშირის ელჩებმა ახლახან აუნთეს მწვანე შუქი ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას.
17 ნოემბერი: მინისტრები შეთანხმებას დაადასტურებენ
26 ნოემბერი: ხელმოწერის ცერემონია პარლამენტში
დეკემბერი: ძალაში შევა
შესაძლოა მალე ქართული პასპორტის მფლობელთა ნაწილის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული" - წერს X-ზე რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი.
მექანიზმი ეხება 61 ქვეყანას რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შენგენის ზონაში უვიზოდ, მოკლე ვადით, მოგზაურობა შეუძლიათ.

სავარაუდოა, რომ ევროკავშირი ამ მექანიზმს ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოიყენებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
16 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...

ეს საინტერესოა 1786827499

ქონექთი
„სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს“ - „რეპსოლი“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის რეალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786822857

ცხენის ნარჩენები ნაბახტევში
ხაშურის სოფელ ნაბახტევში დაკლული ცხენების ნარჩენები იპოვეს — ადგილობრივები ეპიდემიოლოგიურ საფრთხეზე საუბრობენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...

შემთხვევა 1786821002

ინდონეზია მიწისძვრა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...

მსოფლიო 1786802130

ამინდი
15-18 აგისტოს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...

საზოგადოება 1786797933

სტიქია თბილისი
რა ვითარებაა 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შემდეგ დედაქალაქში - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...

საზოგადოება 1786787163